ახალგაზრდული ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის “ ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი განცხადებას ავრცელებს

ახალგაზრდული ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის “ ერთ-ერთი ლიდერი  ლადო სადღობელაშვილი განცხადებას ავრცელებს2014 წლის სექტემბრიდან ვაფრთხილებთ ხელისუფლებასა და ქართულ საზოგადოებას,რომ ქვეყანაში მოქმედებს სააკაშვილის ხელისუფლების დროინდელი ზონდერებისა და მკვლელების ბანდა,რომელიც მუდმივად მომართულია ქვეყანაში დესტაბილიზაციის შესაქმნელად.
2014 წლის ოქტომბერში ჩვენს მიერ გამოქვეყნებული სია(სადაც ფიგურირებს გია სოსანაშვილი)გახლავთ მცირე ნაწილი იმ პირებისა,რომელიც „ნაცბანდამ“ ჩატოვა თუ ჩანერგა სხვადასხვა სტრუქტურებში და რომელნიც წარმოადგენენ მეხუთე კოლონას.

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ უახლოეს პერიოდში იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების მსგავსი ტერაქტის განხორციელება იგეგმება. ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს თავისუფლებაში დარჩენილი ქადაგიძის, ჭაიას, გვაზავას და იმ 17 ადამიანის აქტივობებს, რომლებიც ჩვენს მიერ ნახსენებ სიაში არიან.

თითქმის ყველა სამინისტროსა და უწყებაში მრავლად არიან სააკაშვილის ფარული თუ აშკარა მხარდამჭერები,რომლებიც საჭირო ნიშნის მიღების შემთხვევაში მზად არიან განახორციელონ ყველანაირი ბინძური ქმედება,ამავე დროს დაბლოკონ მათ წინააღმდეგ მებრძოლი პირები,უწყებების ფარული მართვა აიღონ ხელში… ჩვენთვის წარმოუდგენელია და გაუგებარია თუ რატომ აფარებს ზოგიერთი უწყების მაღალჩინოსნები ხელს „ნაცბანდელ ზონდერებსა“ თუ აქტივისტებს. თავის დროზე ყურად რომ ეღოთ ჩვენი ინფორმაცია სოსანაშვილზე და ის იზოლირებული ყოფილიყო, მაშინ ბატონი იური ვაზაგაშვილის წინააღმდეგ მომხდარი საზარელი ტერაქტი ვერ განხორციელდებოდა.
ამ უმნიშვნელოვანეს მიზეზთა გამო ახალგაზრდული ორგანიზაცია “თავისუფალი თაობა” იწყებს მხილების კამპანიას სხვადასხვა უწყებებში ჩანერგილი “სოსანაშვილების” ლუსტრირებისთვის, რათა ეს გახდეს პრევენციის მექანიზმი იმისათვის, რომ სააკაშვილის მიერ დაგეგმილი არეულობისა და დესტაბილიზაციის სცენარი ძირშივე იქნას აღმოფხვრილი. კოჰაბიტაცია გახლავთ ქვეყნის საწინააღმდეგო პროცესი და არ შეიძლება გაგრძელდეს ,ვინაიდან კოჰაბიტაცია დამნაშავეებთან დანაშაულია!

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე თანამდებობას ტოვებს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი ინგუშეთთან გზისა და რკინიგზის მშენებლობის საკითხის განხილვას უარყოფს