ახალაიას ახალი ბრალი წაუყენეს

პროკურატურამ ე.წ. კორეტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის საქმე გახსნილად გამოაცხადა

თავარმა პროკურატურამ ახალაიას დღეს ახალი ბრალი წაუყენა.

საქმე ეხება ე.წ. ჯაშუშების საქმეს, რომელიც 2014 წლის ზაფხულში გააქტიურდა. ამჯერად კი ახალიას ბრალი საიდუმლო თანხების განკარგვასთან დაკავშირებით წაუყენეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი ადასტურებს. მისი თქმით, აღნიშნული პროცესის დახურვის მიზნით ბაჩო ახალაიას ახალ ბრალს უყენებენ.

ნადარეიშვილის ინფორმაციით, საუბარია ოპერატიული თანხის გაფლანგვაზე და იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდება ამ თანხას შეეხება, სურთ, სასამართლო პროცესი დახურონ.

“საქმე სულ 15 გვერდიანია და საქმეში ერთად-ერთი პირდაპირი მოწმე ლადო ბედუკაძეა,” – ამბობს ანი ნადარეიშვილი და დასძენს, რომ “ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ პროცესი დახურონ და საზოგადოებას საშუალება არ ჰქონდეს, გაეცნოს მასალებს”.

banner
წინა სტატიაშიბაჩო ახალაია: მთავარი ამ ხელისუფლების დემოკრატიული გზით შეცვლის აუცილებლობაა, ეს არის საჩქარო
შემდეგი სტატიასაქართველოში კიდევ ერთი რუსული კომპანია შემოდის?