აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე პრემიერის გადაწყვეტილებით უახლოეს მომავალში თანამდეობას დატოვებს

11124761_831687970199901_154989032_nაჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე პრემიერის გადაწყვეტილებით უახლოეს მომავალში თანამდეობას დატოვებს–ამის შესახებ ინფორმაციას  “BE NEWS” ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, არჩილ ხაბაძეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ჯემალ ინაიშვილი ჩაანაცვლებს, რადგან პრემიერ მინისტრი ღარიბაშვილი უკმაყოფილოა არჩილ ხაბაძის მუშაობით აჭარის რეგიონში, ღარიბაშვილი ხაბაძეს და მის გუნდს აკისრებს პასუხისმგებლობას რეგიონში შემცირებულ ინვესტიციებზე, ქართული ოცნების შესუსტებულ პოზიციებზე და აჭარის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე.

ინაიშვილი ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომამდე შეხვდა პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სადაც გადაწყდა არჩილ ხაბაძის ჩანაცვლება მისი კანდიდატურით.

შეგახსენებთ რომ ჯემალ ინაიშვილი წარსულში ფოთის პორტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა და ასევე ქალაქ ბათუმის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში და ვიცე სპიკერი აჭარის კვოტით (2005-2008 წლებში).

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი – რომ ვარსებობთ, ეს უკვე პრობლემაა რუსეთისთვის
შემდეგი სტატია“მგონი მთლად ჩვეული Publicity Stunt, ანუ “ფინტი” ჩაატარა ჭორვილელმა კოლექციონერ/ინვესტორმა-ნიკა რურუა