“აჭარისწყალი ჯორჯია” განცხადებას ავრცელებს

კომპანია 17 აპრილს კონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლების გარდაცვალების და დაშავების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

“ვუსამძიმრებთ და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ გარდაცვლილთა და დაზარებულთა ოჯახებს.

ჩვენი კომპანიის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს პროექტის მშენებლობის პროცესში თითოეული დასაქმებული ადამიანის შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დაცვა. ჩვენ შეგვძრა ამ უბედურმა შემთხვევამ და პროექტის გუნდმა დაუყოვნებლივ დაიწყო შიდა მოკვლევა მომხდართან დაკავშირებით.

ამ მომენტისათვის სამართალდამცავი ორგანოების მიერ მიმდინარეობს გამოძიება უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად და პროექტის გუნდი სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან.
დამატებითი განცხადება მომხდართან დაკავშირებით გაკეთდება ზემოთაღნიშნული მოკვლევის დასრულების შემდგომ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანიამ ოლიმპიური ობიექტების დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა
შემდეგი სტატია,,სანამ ჩვენ ცოცხლები ვართ ხუდონჰესს ვერ ააშენებენ,,