აჭარაში მოსულმა თოვლმა ელექტროენერგიის მიწოდებას პრობლემები შეუქმნა

ბათუმში გათოვდა – თოვლის საფარმა ზღვისპირა ქალაქში 10 სანტიმეტრს გადააჭარბა, თუმცა ნალექს ამ დროისთვის ბათუმში რაიმე სახის შეფერხებები არ გამოუწვევია.

მთელი ღამის განმავლობაში გზები სპეციალური ტექნიკით იწმინდებოდა. ქუჩების გაწმენდით სამუშაოებს სამაშველო და დასუფთავების სამსახურების სპეციალური ბრიგადები ახორციელებდნენ.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ პრობლემები არც ამინდის გაუარესების შემთხვევაში შეიქმნება, რადგან შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ.

ამ დროისთვის ბათუმში ელექტროენერგია არ მიეწოდება ბონის დასახლების 1400-მდე აბონენტს. ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით, პრობლემებია ქობულეთშიც.

თოვლია აჭარის მაღალმთიანეთშიც, სადაც თოვლის საფარმა ზოგიერთ სოფელში 80 სანტიმეტრს გადააჭარბა.

banner
წინა სტატიაშიეიფელის კოშკი სიმბოლურად 5 წუთით ჩააქრეს
შემდეგი სტატიაკობა აღლემაშვილის მეზობლები მკვლელობის შესახებ დეტალებს ყვებიან