აჭარაში მოსალოდნელ რიგგარეშე არჩევნებს „ქართულ ოცნებაში“ არ განიხილავენ

აჭარაში მოსალოდნელ რიგგარეშე არჩევნებს „ქართულ ოცნებაში“ არ განიხილავენ.

ამის შესახებ “ქართული ოცნების” დღევანდელი პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. როგორც უმრავლესობის ლიდერი ამბობს, საკითხზე კონკრეტული მსჯელობა ბათუმში, უახლოეს დღეებში გაგრძელდება.

“პარტიაში იქნება სიმკაცრე. სიმკაცრე იქნება დისციპლინური, ჩვენ გვექნება შეხვედრები ადგილზე ბათუმში. დიდ პრობლემას ვერ ვხედავ, რომ დღეს აჭარაში უმრავლესობა არ არის. ეს არ ნიშნავს, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს. ჩვენ ამ მიმართულებით არ წავალთ. შევეცდებით, დავარეგულიროთ სიტუაცია,” – განაცხადა დავით საგანელიძემ.

ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავს „ქართული ოცნების“ საერთაშორისო მდივანმა, არმაზ ახვლედიანიც.

„ვადამდელ არჩევნებზე საუბარი პოლიტსაბჭოზე არ ყოფილა, მაგრამ ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ უპირველესად კონკრეტული ანალიზის შემდეგ კოალიციის პოლიტსაბჭო, ხელისუფლება, რა თქმა უნდა, იფიქრებს კონკრეტული გამოსავლის გზებზეც. მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არავის არ მიეცემა უფლება ჩვენს ქვეყანაში, რომ გადაუხვიოს სამართლებრივი და დემოკრატიული განვითარების გზიდან,“ – აცხადებს არმაზ ახვლედიანი.

აჭარაში არსებულ ვითარებაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე არ მიუღიათ. მსჯელობა ბათუმში გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშისეპარატისტები მარიუპოლს უმიზნებენ
შემდეგი სტატიაგოკა გაბაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს ემუქრება