აჭარაში “იდუმალი სტუმრის” მეთოდით მომსახურების კვლევა განხორციელდა

მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა აჭარის რეგიონის ტურისტულ ობიექტებში “იდუმალის სტუმრის” მეთოდის გამოყენებით, მომსახურების კვლევა განახორციელა.
როგორც “თაიმერს” აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, კვლევა ტურისტული სერვისის დარგში ხარისხის დონის დადგენას ითვალისწინებდა, კერძოდ, ტურისტულ სააგენტროებში, განთავსებისა და კვების ობიექტებში.
კვლევა სულ 150 ობიექტზე ჩატარდა, მათ შორის, 15 ტურისტულ სააგენტო; 60 კვებისა და 75 განთავსების ობიექტი. კვლევის შედეგად სერვისის სფეროში მომსახურების ხარისხის დადებითი და უარყოფითი ფაქტორები გამოიკვეთა.
“იდუმალი სტუმრის” მეთოდით ჩატარებული კვლევით შესაძლო გახდა დარგში არსებული პრობლემატიკის დადგენა, სარეკომენდაციო წინადადებების შემუშავება და ტურისტული სერვისის სფეროს წარმომადგენლებისათვის განკუთვნილი საკონსულტაციო ცენტრისთვის საკითხების განსაზღვრა”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ ნატოს შესაძლო გაფართოებაზე კომენტარი გააკეთა
შემდეგი სტატიამთავრობამ მართლმადიდებელ ეკლესიას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცა