აჩუქა თუ არა ივანიშვილმა ადეიშვილსა და მერაბიშვილს სახლები?

ზურაბ ადეიშვილი ციხეში არსებულ ვითარებას ნაციონალური მოძრაობის პრობლემად აფასებს

გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, 2004 წელს ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბიძინა ივანიშვილი სახლების ჩუქებას დაჰპირდა, გადაცემა არჩევანში ზურაბ ადეიშვილი პირველად საუბრობს და ამბობს, რომ მას სახლი არა აქვს და მითუმეტეს არავის ნაჩუქარი.

“მინისტრს თუ ვინმე ჩუქნის სახლს, ეს არის დანაშაული და ეს არის კლასიკური კორუფციის მაგალითი და შესაბამისად, ასეთ გარიგებებზე მე არასდროს არ წავსულვარ,” – ამბობს ადეიშვილი.

იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ ფაქტებზეც, რომელიც ივანიშვილის მხრიდან პროკურატურისგან გარკვეული პირების დაპატიმრების მოთხოვნას ეხებოდა.

ადეიშვილმა ეს გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა და თქვა, რომ ასეთი ფაქტები ხდებოდა.

იუსტიციის ყოფილი მინისტრი აკონკრეტებს, რომ ივანიშვილი მისი ბიზნესორგანიზაციებში არსებულ გარკვეულ სამართალდარღვევების დროს პროკურატურისგან გარკვეული პირების დაპატიმრებას ითხოვდა.

banner
წინა სტატიაში“ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა იყო კანონიერი, მაგრამ არასწორი ნაბიჯი” – ზურაბ ადეიშვილი
შემდეგი სტატიაზურაბ ადეიშვილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე კომენტარს აკეთებს