აშშ-ში შეცდომით გაიგზავნა ციმბირის წყლულის ცოცხალი ბაქტერიები

პენტაგონმა აღმოსავლეთ ევროპაში ტანკების განთავსება დაასასტურა

ამერიკელმა სამხედროებმა აშშ-ს ცხრა შტატში და სამხეთ კორეის სამხედრო-საჰაერო ბაზაში შეცდომით გადააგზავნეს ციმბირის წყლულის ცოცხალი ნიმუშები – განაცხადეს აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა.
პენტაგონის თქმით, ინფიცირება და დაავადების საშიშროება საზოგადოებას არ ემუქრება, თუმცა ოთხი მოქალაქე უკვე გადის პროფილაქტიკის კურსს.

“ეს ოთხი ადამიანი დაავადების ქონის “მინიმალური რისკის ქვეშ” არიან” – განაცხადა დაავადებათა პროფილაქტიკის ცენტრის წარმომადგენელმა, რომლებმაც უკვე დაიწყეს ინციდენტის გამოძიება. ”

ეს ოთხი ადამიანი “ასრულებდა პროცედურებს, რომლის შედეგად ბიოლოგიური აგენტები ჰაერში მოხვდნენ” – განაცხადა ცენტრის წარმომადგენელმა.
ბაქტერიების ჰაერში მოხვედრა ციმბირული წყლულის სასიკვდილო ფორმას იქვევს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა 2001 წელს დაფიქსირდა, როცა ციმბირულ წყლულზე მედიასა და აშშ-ს მთავრობას შორის დავისას 5 ადამიანი დაიღუპა.
უკანასკნელი ინციდენტისას დაავადების ნიმუშები იუტას ლაბორატორიაში არააქტიურ მდგომარეობაში უნდა გადაეტანათ. პენტაგონის თქმით, ნიმუშები საველე დიაგნოსტიკური სისტემის შესამუშავებლად იყო საჭირო, რომელსაც ბიოლოგიური საშიშროებების დროს გამოიყენებდნენ.

banner
წინა სტატიაშილაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა
შემდეგი სტატია,,ღალატით, სიმხდალითა და შიშითაა გაჟღენთილი ოთხეული,,