აშშ-ში შექმნეს წიგნი, რომლითაც წყალი იწმინდება

საველე პირობებში პირველად გამოსცადეს წიგნი, რომლის გვერდებს წყლის გაწმენდის ფუნქცია აქვთ. გამოცდამ წარმატებით ჩაიარა.
“დასალევი წიგნის” გვერდები – ასეთია თანამედროვე ტექნოლოდიის ნიმუში, რომელიც ვერცხლს შეიცავს და კლავს ბაქტერიებს, როცა ქაღალდი ფილტრის დანიშნულებით მოიხმრება. ამავე წიგნის ფურცლებზეა დაბეჭდილი ინფორმაცია, რატომ და როგორ უნდა გაიწმინდოს წყალი.

როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომელიც აფრიკის 25 დასახლებულ პუნქტში ჩატარდა, ასევე განასა და ბანგლადესში, წიგნის გვერდები წყალს 99%-ით წმენდენ.
ამ წყლის დალევა ისევე შეიძლება, როგორც ონკანის წყლის აშშ-ში, ამტკიცებენ მკვლევარები. კვლევის შედეგები საერთაშორისო ქიმიური საზოგადოების სხდომზე იქნა წარმოდგენილი.
ტექნოლოგია დოქტორ ტერი დანკოვიჩმა შექმნა. ის წლების განმავლობაში იკვლევდა “სასმელი წიგნის” შესაძლებლობებს კანადის უნივერსიტეტებში.
“ჩვენი კვლევები განვითარებად ქვეყნებზე იყო გათვლილი” – ამბობს მეცნიერი და ამბობს, რომ დაახლოებით საუბარია 663 მილიონ ადამიანზე, რომელთაც დასალევი სუფთა წყლის საშუალება არა აქვთ.

banner
წინა სტატიაშიგერმანულენოვანი ქვეყნები უკრაინის კრიზისის გადასაწყვეტად
შემდეგი სტატია“გაერო-ში დელეგაციას უხელმძღვანელებს და სიტყვით გამოვა პრემიერმინისტრი” – კახა იმნაძე