აშშ-ში «ქალების ვიაგრას» სერთიფიცირებას უწევენ რეკომენდაციას

ექსპერტების კომისიამ წამლის მართვის და გაყიდვის მარეგულირებელ ორგანოს მიმართა, რომ მათ ფლიბანსერინის წარმოებაზე ნებართვა გასცენ, რომელიც ქალებს სექსუალური ცხოვრების გასაძლიერებლად დაენიშნებათ.
ექსპერტების მიერ რეკომენდებულ ფლიბანსერინს ბევრი «ქალების ვიაგრას» ეძახის.
სპეციალისტების თქმით, პრეპარატს გვერდითი მოვლენები აქვს და ეს ხაზგასმული უნდა იყოს მისი გაყიდვისას.
წამლის მართვის და გაყიდვების მარეგულირებელმა 2010 წლიდან აღნიშნული პრეპარატის წარმოებაზე ბევრჯერ განაცხადა უარი. მარეგულირებელი საკუთარი ექსპერტების დასკვნებს ეყრდნობა.
წამლის კლინიკური ცდებისას პაციენტებმა გარკვეული ოდენობის, მცირეოდენად გაზრდილ სექსუალურ აქტებზე მიანიშნეს. «მაგრამ მეორეს მხრივ, მოკრძალებული შედეგებიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს გარკვეულ კონკრეულ სიტუაციებში» – განაცხადა დოქტორმა ჯულიანა ჰაიმანმა ინდიანას უნივერსიტეტიდან.
წამალი კომპანია Sprout Pharmaceuticals-მა შეიმუშავა. მათი ლობისტები იყო ფემინისტური ორგანიზაცია Even the Score, რომელმაც წამლის მარეგულირებელი ქალების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. მარეგულირებელმა მამაკავის ერექტილური დისფუნქციის რამდენიმე პრეპარატი დაამტკიცა, მაგრამ – არც ერთი ანალოგიური წამალი ქალქბისთვის.
წამლის გამოცემის შემთხვევაში ის ქალებს კლიმაქსურ პერიოდამდე დაენიშნებათ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის კანონპროექტს შესაძლოა, ვეტო დაადოს
შემდეგი სტატიაბეჟან გუნავა დაკავებულია