აშშ-ში საქართველოს საელჩოში მიღება გაიმართა

თავდაცვის მინისტრის ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში მიღება გაიმართა.

მიღებას აშშ-ის სამხედრო თანამდებობის პირები, აშშ-ის მთავრობის, აკადემიური წრეებისა და ვაშინგტონში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საპატიო სტუმრებს შორის აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში ეველინ ფარკასი, გენერალ ლეიტენანტი ჯოზეფ ანდერსონი და ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სარდალი, გენერალი ჯო ჯერარდრი იყვნენ. მიღებაზე სტუმრებს სიტყვით აშშ-ში საქართველოს ელჩმა არჩილ გეგეშიძემ და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა მიმართეს.

თავდაცვის მინისტრმა საკუთარ მიმართვაში ბოლო შვიდი წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესია კიდევ ერთხელ გაიხსენა.

თინა ხიდაშელმა მოწვეულ სტუმრებს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შესახებაც უამბო, რომელსაც 31 წელი, სწორედ, 18 აგვისტოს შეუსრულდებოდა.

საელჩოში გამართულ მიღებაზე 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიისა და ოკუპაციის შედეგების შესახებ მომზადებული ფოტოკოლაჟის პრეზენტაციაც გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში ორგანიზაციებთან შეხვედრაზე თინა ხიდაშელმა რუსეთთან ურთიერთობების პერსპექტივებზე ისაუბრა
შემდეგი სტატიამიგრანტების რიცხვმა ევროპის საზღვრებზე რეკორდი მოხსნა