აშშ-ში საქართველოს ელჩმა “ვაშინგტონ პოსტის” რედაქტორებს წერილით მიმართა

ამერიკაში ვიზიტის დროს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს ელჩს არჩილ გეგეშიძეს არც უნახავს და არც მისალმებია. პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება თოქ-შოუ არჩევანში საუბრის დროს გააკეთა. გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთ სამწუხარო ფაქტზე ისაუბრა.

აშშ-ში საქართველოს ელჩმა, არჩილ გეგეშიძემ გამოცემა “ვაშინგტონ პოსტის” რედაქტორებს მიმართა წერილით – “საქართველოში დემოკრატია და მედიაპლურალიზმი ყვავის”.
ქართველი დიპლომატის ეს წერილი არის პასუხი “ვაშინგტონ პოსტში” 27 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიაზე სათაურით “მთავრობის მიერ პოპულარული ტელეკომპანიის მითვისება დარტყმა იქნება საქართველოს დემოკრატიაზე”.
ელჩის მოსაზრებით, აღნიშნულ სტატიაში საქართველოში არსებული მდგომარეობა დემოკრატიის კუთხით არასწორად იყო წარდგენილი.
“მას შემდეგ, რაც 2012 წელს ახლანდელი მთავრობა ხელისუფლებაში მოვიდა, საქართველომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, მედიაპლურალიზმისა და ადამიანის ბაზისური უფლებების გაუმჯობესების კუთხით, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. საქართველო თავისუფალი და დემოკრატიულია, როგორც არასდროს. “ჟურნალისტები საზღვრებს გარეშეს” 2015 წლის პრესის თავისუფლების ინდექსით, საქართველომ 185 ქვეყანას შორის 69-ე ადგილი დაიკავა და 2012 წელთან შედარებით პოზიციები 35 პუნქტით გააუმჯობესა. ჩვენი პროგრესი ასახულია სახელმწიფო მართვის შესახებ მსოფლიო ბანკის ანგარიშშიც, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. 2012 წლის შემდეგ, საქართველომ ანგარიშვალდებულების კუთხით პოზიციები 16 ადგილით, კანონის უზენაესობის კუთხით – 19, პოლიტიკური სტაბილურობისა და მთავრობის ეფექტურობის კუთხით – 22, კორუფციის კონტროლის კუთხით კი, 23 ადგილით გააუმჯოსება”, – ნათქვამია წერილში.
საქართველოს ელჩის მოსაზრებით, დავა “რუსთავი 2”-ის მფლობელობის საკითხზე უკავშირდება წარსულს, როცა “საკუთრების თვითნებური ამოღება და დაშინება საქართველოში ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო”.
“დავის დარეგულირების ერთადერთი გზა კეთილსინდისიერი და გამჭვირვალე კანონიერი პროცესია, საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური ჩართულობით. სასამართლო გადაწყვეტს, ვინ არის კანონიერი მესაკუთრე. მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, საქართველოში დემოკრატია და კონკურენტუნარიანი მედიაგარემო აყვავებას გააგრძელებს”, – წერს არჩილ გეგეშიძე.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი პოროშენკოს ფარული საუბრის ჩანაწერებით დაინტერესებას სთხოვს
შემდეგი სტატია“აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსული ფულით ცხოვრობენ რამდენი წელია”