აშშ-ში სასამართლომ ბავშვები მამასთან შეხვედრაზე უარის თქმის გამო დასაჯა

აშშ-ს მიჩიგანის შტატში სასამართლომ სამი ბავშვი არასრულწლოვანთა გამოსასწორებელ ცენტრში გადააგზავნა სასამართლოს დადგენილების შეუსრულებლობის გამო, რომლის თანახმადაც ბავშვები ვალდებული იყვნენ სასამართლოს განაწესი შეესრულებინათ და მამას შეხვედროდნენ მშობლების გაყრის შემდეგ.
სასამართლოს დადგენილებით, ბავშვები ვალდებული იყვნენ მამასთან ესადილათ და “მასთან ჯანსაღი ურთიერთობა ჰქონოდათ” იმის მიუხედავად, რომ ბავშვებმა სასამართლოზე დედის მიმართ გამოხატულ სისასტიკეებზე ისაუბრეს.
სასამართლომ ბავშვების მიერ მამის ნახვაზე უარის თქმა სასამართლოს შეურაცხყოფად შეაფასა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.
ბავშვების გამოსასწორებელ ცენტრში ყოფნის მანძილზე მათთან ვიზიტი მხოლოდ მამას შეეძლება.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს კადრების განყოფილების მმართველი ჰაკერების გამო გადადგა
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს