აშშ-ში კონსერვატორები ირანთან ატომურ შეთანხმებას აკრიტიკებენ

აშშ-ში კონსერვატიულად განწყობილი დეპუტატები მწვავდ აკრიტიკებენ ირანთან მიღწეულ შეთანხმებას, რომელზეც “ექვსეულმა” დიდი და რთული შრომა გასწია.
ირანის ატომური პროგრამის მკვეთრი ცვლილების შემდეგ საერთაშორისო თანამეგობრობა ქვეყანას სანქციებს შეუცვლის. უახლესი 60 დღის მანძილზე აშშ-ს კონგრესი აღნიშნულ ხელშეკრულებას განიხილავს. პრეზიდენტმა ობამამ უკვე განაცხადა, რომ თუკი კონგრესი ხელშეკრულების დაბლოკვას შეეცდება, ის ვეტოს უფლებას გამოიყენებს.
თეირანთან დადებულ ხელშეკრულებას ისრაელიც მკაცრი კრიტიკით შეხვდა.
ირანსა და “ექვსეულს” შორის ატომურ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები 2006 წელს დაიწყო. “ექვსეული” თეირანისგან ატომურ სფეროში მოღვაწეობის შემცირებას ითხოვდა ისე, რომ მას იარაღის გაკეთების საშუალება ვერ უნდა ჰქონოდა. ირანი ამტკიცებდა, რომ მისი ატომური პროგრამა მშვიდობიანი მისიისთვის არის განკუთვნილი, თუმცა დღემდე უარს ამბობდა საერთაშორისო თანამეგობრობას ინსპექცია ჩაეტარებინა ატომურ ობიექტებზე.
რესპუბლიკელმა ჯონ ბაიდენმა განაცხადა, რომ ხელშეკრულება ირანს მხნეობას აძლევს. “იმის მაგივრად, რომ ახლო აღმოსავლეთში გაგვეჩერებინა ატომური იარაღის გავრცელება, ეს ხელშეკრულება ატომურ რბოლასთან მიგვიყვანს მთელს მსოფლიოში” – განაცხადა ბაიდენმა.
ლინდსი გრემმა, რესპუბლიკელმა სენატორმა, რომელიც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, განაცხადა, რომ ხელშეკრულება “საშინელია და ის ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობას გააუარესებს”.
ისრაელის პრემიერმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მიღებული ხელშეკრულება ისტორიული შეცდომაა. მისი თქმით, აღნიშნული ხელშეკრულება ირანს რეგიონში აგრესიის გაგრძელების საშუალებას აძლევს.
“ისრაელი არ არის დაკავშირებული ამ ხელშეკრულებასთან, ამიტომ ირანი ჩვენს განადგურებას მუდვივად შეეცდება. ჩვენ ყოველთვის დავიცავთ საკუთარ თავს” – განაცხადა პრემიერმა იერუსალიმში გამოსვლისას.
პრეზიდენტ ბარაკ ობამას თქმით, ხელშეკრულება ირანს ყველა სავარაუდო გზას გადაუჭრის ატომური იარაღისკენ.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ კორეაში უცხოური როკ ჯგუფი პირველად იმღერებს
შემდეგი სტატიაპუტინმა საპარლამენტო არჩევნების თარიღი შეცვალა