აშშ–ში თინა ხიდაშელის გამოსვლას ირინა სარიშვილმა ხეპრე ტექსტი უწოდა

აშშ–ში ხიდაშელის გამოსვლას ირინა სარიშვილმა ხეპრე ტესქი უწოდა

აშშ–ში ხიდაშელის გამოსვლას ირინა სარიშვილმა ხეპრე ტესქი უწოდა“უკვე მერამდენედ ვკითხულობ თინა ხიდაშელის აშშ–ში ვიზიტის ამსახველ მასალებს, თან სხვადასხვა ვარიაციაში.არაფერს ვამბობ იმ მდაბიო ტექსტზე, რითაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი საუბრობს – ბლოკადის დროს ვირთხების და კატების ჭამას ვგულისხმობ, მაშინ როცა სერიოზული პოლიტიკური ანალიზითა და პროგნოზით გამოსვლაა საჭირო”– წერს ირინა სარიშვილი ” ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
“არც იმას გავუსვამ ხაზს, რომ თავდაცვის მინისტრი სახელმწიფო მდივნის მრჩევლის მოადგილეს ხვდება და არა თუნდაც მრჩეველს.
მე ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს:
რა მიზნით ჩაბრძანდა ქ–ნი თინა აშშ–ში?
როცა თუნდაც ასეთი ხეპრე ტექსტით ცდილობ იმის დამტკიცებას, რომ რუსეთისთვის სანქციების გამოცხადებას აზრი არა აქვს, ეს ნიშნავს თუ არა რუსეთის დაცვას არსებული და მოსალოდნელი სანქციებისგან?!!!
იცის თუ არა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ან მისი უზადო და ღრმაშინაარსიანი გამოსვლით აღრფთოვანებულმა ამომრჩეველმა, რომ ეს ზუსტად ის ტექსტია, რითაც რიგითი რუსი ბომჟი თავს იწონებს, რომ მათ ვერავინ მოერევა?! ოღონდ ხიდაშელისგან განსხვავებით ის ამას “პივნოიში” ან სხვა ასეთ საინტერესო ადგილებში აკეთებს და არა სახელმწიფო დონის შეხვედრაზე; თან იმავე ხიდაშელისგან განსხვავებით ის თავდაცვის მინისტრი არ არის!
მაშ ასე:
ვისი ინტერესების დასაცავად ჩავიდა აშშ–ში საქართველოს თავდაცვის მინისტრი?
საქართველოსი თუ რუსეთის???
და ბოლოს, რუსული ორიენტაციის რომელი კატეგორიის პარტიას განეკუთვნება რეპუბლიკური პარტია, ქ–ნი თინას ტერმინოლოგიით რომ ვისარგებლოთ: ღია თუ ფარული?!!– წერს სარიშვილი

banner
წინა სტატიაშისაპატრულო ეკიპაჟსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა
შემდეგი სტატიასაქართველოს ოფიციალური ვიზიტით იანს სტოლტენბერგი ეწვევა