აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამებტი: საქართველო საერთაშორისო ტერორიზმის წყაროა

საქართველო საერთაშორისო ტერორიზმის წყაროა

მიუხედავად იმისა,რომ საქართველო 2014 წელს რჩებოდა, როგორც აშშ-ს ,,ძლიერი პარტნიორი,, ტერორიზმთან ბრძოლაში, ვშიშობთ რომ ის რჩება სართაშორისო ტერორიზმის წყაროდ და ასევე ექსტრემისტების ტრანზიტულ ქვეყნად… ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ ტერორიზმთან დაკავშირებულ ყოველწლიურ მოხსენებაში.
მასმედიის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ზემოხსენებული დოკუმენტის შემქმნელები აცხადებენ, რომ სირიაში და ერაყის რესპუბლიკაში მოქმედ ,,ისლამური სახელმწიფოს,, რიგებში. შარშან 50 დან 100 საქართველოს მოქალაქე იბრძოდა, რომლებიც საქართველოს მუსლიმებით დასახლებული რეგიონებიდან, პანკისიდან და აჭარიდან არიან და რომელთა შორის ერთ-ერთი თარხან ბათირაშვილი, იგივე ,,ომარ ალ შიშანი,, ამ დანაშაულებრივი ორგანიზაციის სამხედრო მეთაურია.
მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ გასულ წელს სირიასა და ერაყში 11 ქართველი ისლამისტი დაიღუპა.
,,საქართველოს გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, ისლამისტი ექსტრემისტები ანხორციელებენ ასევე ცოცხალი ძალის ტრანზიტს ჩრდილოეთ კავკასიიდან,, ნათქვამია აშშ-ს საგარეო უწყების მოხსენებაში.

TIMER-AA

banner
წინა სტატიაშიდედის დაჭრაში ბრალდებულის მიმართ საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა
შემდეგი სტატიაშეცდომა, რომლის გამოც კანკავამ პოლონეთთან მატჩი გამოტოვა