აშშ-ს სამხედრო გვერდი კიბერშეტევის შემდეგ დროებით გაითიშა

ამერიკულმა ჯარმა ოფიციალური ინტერნეტ გვერდი დროებით გათიშა მას შემდეგ, რაც მისი გატეხვა მოხდა.
სოციალურ ქსელებში გატეხილი გვერდის ფოტოები გაჩნდა, სადაც ჩანდა წარწერა : «თქვენი მეთაურები აღიარებენ რომ ხალხს წვრთნიან იმისთვის, რომ ისინი დასაღუპად გააგზავნონ ომებში».

«სირიის ელექტრონულმა არმიამ», რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს მხარს, ტვიტერში განცხადება გამოაქვეყნა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობას იღებს.
პენტაგონის წარმომადგენელმა გენერალმა ფროსტმა განაცხადა, რომ ამერიკული ჯარი ყველა ღონეს ხმარობს, რომ ინფორმაციის გაჟონვა არ მოხდეს.
ცნობას ბიბისი ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიაკაკი მინაშვილი: ბოლო პერიოდში სასამართლო ხელისუფლებაში კორუფცია წახალისებულია
შემდეგი სტატია„დაამსხვრიე სტერეოტიპები“ – სტუდენტური ოლიმპიადა სამოქალაქო აზროვნებაში