აშშ-ს რამდენიმე შტატმა გეი-ქორწინებების დაკანონება გააპროტესტა

anti-gay-protestტეხასის შტატის გენერალურმა პროკურორმა კენ პეკსტონმა აშშ-ს უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ «არაკანონიერი» უწოდა და პირობა დადო მხარში დაუდგეს ყველა იმ მოქალაქეს, რომლებიც რელიგიური თუ მორალური შეხედულების გამო გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ს უმაღლესმა სასამართლომ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც აშშ- ს ყველა მოქალაქეს ქორწინების უფლება აქვს.
კენ პეკსტონის აზრით, თუკი სახელმწიფო მოხელე შესაბამის ცნობას არ გასცემს, ის დაჯარმდება. მან პირობა დადო, რომ დაჯარიმებულ მოქალაქეებს სასამართლოში ანაზღაურების გარეშე დაიცავს.
უმაღლესი სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად, გეი ქორწინებების მოწინააღმდეგეები იურიდიული ბატალიებისთვის ემზადებიან. ბევრი იურისტი და კომპანია იმ მოქალაქეების უფლებების დაცვას აპირებს, რომლებიც სხვადასხვა მოსაზრებებით ერთსქესიანთა ქორწინებებს ეწინააღმდეგებიან.
«ეს ახალგამოჩენილი ფედერალური საკონსტიტუციო უფლება შესაძლებელია და უნდა არსებობდეს კიდეც უკვე არსებული კონსტიტუციურ და საკანონმდებლო ბაზაზე, მათ შორის მრწამსის და სიტყვის თავისუფლების ბაზაზე» – ამბობს პეკსტონი.
კანონის მიღების შემდეგ ბევრმა გეი წყვილმა იქორწინა. ამავე დროს, მეზობელ მისისიპის და ლუიზიანას შტატებში ერთსქესიანმა წყვილებმა ქორწინების მოწმობის მიღება ვერ შეძლეს.
მისისიპის გენერალურმა პროკურორმა ჯიმ ხუდმა განაცხადა, რომ ჰომოსექსუალური ქორწინება შტატში იქამდე არ იქნება ლეგალიზებული, სანამ აშშ-ს მე-5 სააპელაციო სასამართლო არ გამოიტანს შესაბამის გადაწყვეტილებას.
ლუიზიანას ხელისუფლების თქმით, სასამართლოს მიერ გადაწყვვეტილებაში არ არის მითითებული, რომ ის ძალაშია უკვე, თუმცა, ადრე თუ გვიან შტატში კანონი ამოქმედდება.
«ჩვენ არჩევანი არა გვაქვს – თქვა ლუიზიანას გუბერნატორმა ბობბი ჯინდალმა ენ-ბი-სის ეთერში – ჩვენი დაწესებულებები სასამართლო გადაწყვეტილებას ემორჩილებიან» – განაცხადა გურებნატორმა.
რესპუბლიკელმა ჯინდალმა, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატია, განაცხადა, რომ რელიგიური უმცირესობების ინტერესებს დაიცავს: «ფედერალური მთავრობის მხრიდან ქრისტიანები, მღვდლები და ეკლესიები აიძულო საქორწინო ცერემონიები ჩაატაროს მაშინ, როცა ეს რელიგიურ ხედვას ეწინააღმდეგება, არასწორია» – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.
«ჩვენ გამოწვევა უნდა მივიღოთ და რელიგიური თავისუფლებისთვის უნდა ვიბრძოლოთ» – თქვა მან.
კანონი იმ ფორმულირებით, როგორც ახლა არსებობს, მხოლოდ სამოქალაქო ქორწინებას ითვალისწინებს, მაგრამ კონსერვატორები მოითხოვენ, რომ თუკი საქორწინო ორგანიზაციების ბიზნესის მფლობელები რელიგიური ხედვის გამო უარს იტყვიან ერთსქესიანი წყვილების მომსახურებაზე, მათ ამის გამო მათ პრობლემები არ უნდა შეექმნათ.

banner
წინა სტატიაშიბათუმის სანაპიროზე მამაკაცი დაჭრეს
შემდეგი სტატია“მეგონა, რომ UEFA თვითონ აგვარებდა, დელეგატმა ამოირჩია საუკეთესოები, მაგრამ საწუხაროდ ეს ასე არაა”