აშშ-ს პრეზიდენტობის პირველი კანდიდატი ჰყავს

ამერიკის შეერთებულ შტატებს პრეზიდენტობის პირველი კანდიდატი ჰყავს.

რესპუბლიკელმა სენატორმა ტედ კრუზმა დაადასტურა, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

44 წლის ტეხასელი სენატორი საკუთარ გეგმაზე დეტალურად დღეს ვირჯინიის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის დროს ილაპარაკებს.

ტედ კრუზი სენატში 2012 წელს აირჩიეს. ბარაკ ობამას ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებით, მას საკანონმდებლო ორგანოში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი, 21 საათიანი გამოსვლაც ჰქონდა.

კრუზის გარდა, შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატებად ჯორჯ ბუშის ძმა, ჯებ ბუში, ნიუ-ჯერსის გუბერნატორი კრისი კრისტი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონიც სახელდებიან.

banner
წინა სტატიაშიდავით კერესელიძე: გვინდა, რომ პრემიერის უკრაინაში ვიზიტს, კარგი და დადებითი შედეგი ჰქონდეს
შემდეგი სტატიასაგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე დიპლომატებს შორის საუბარი არ მიმდინარეობს