აშშ-ს მოქალაქეს 43 წლიანი ციხის შემდეგ გაათავისუფლებენ

აშშ-ს მოქალაქეს 43 წლიანი ციხის შემდეგ გაათავისუფლებენ

აშშ-ს მოქალაქეს 43 წლიანი ციხის შემდეგ გაათავისუფლებენაშშ-ში ლუიზიანას შტატის სასამართლომ დაადგინა, რომ 68 წლის ალბერტ ვუდფოქსი, რომელიც 40-მე მეტი წელი მარტო იჯდა ციხის კამერაში, გაანთავისუფლოს.

ვუდფოქსის ერთკაციან კამერაში გადაყვანა 1972 წლის 18 აპრილს გადაწყდა, ციხის ბუნტის შემდეგ, რომლის დროსაც ბადრაგი დაიღუპა.

ვუდფოქსი ორჯერ გამოაცხადეს დამნაშავედ ციხის ბადრაგის მკვლეობაში და ორივეჯერ გამოტანილი განაჩენი შეუცვალეს. სასამართლომ ლუიზიანას პროკურორებს აუკრძალა ვუდფოქსისგან აღიარებითი ჩვენების მიწევის მცდელობა ბადრაგის სიკვდილის მესამე შემთხვევისას. თვითონ ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებდა.
გენერალური პროკურორის პრეს-სამსახურის ცნობით, პროკურატურა აპელაციას შეიტანს რომ «ასე მაინც იყვნენ დარწმუნებულები, რომ მკვლელი ციხეში იმყოფება და საკუთარი ქმედებებისთვის სასჯელს იხდის».
ვუდფოქსი ერთ-ერთი იმ სამთაგანი იყო, რომლებიც ლუიზიანას მკაცრი რეჟიმის ციხეში ერთკაციან კამერაში იხდიდა სასჯელს. მათ ასეც შეარქვეს «ანგოლელი სამეული» – ციხე ყოფილი მონათმფლობელური პლანტაციის გვერდით იმყოფება, რომელსაც ანგოლას ეძახდნენ. დანარჩენი ორი პატიმარი, რობერტ კინგი და ჰერმან უოლლესი 2001 და 2003 წლებში გაანთავისუფლეს. უოლლესი განავისუფლებიდან მალევე გარდაიცვალა, ახალი სასამართლოს მოლოდინში. კინგი კი უდანაშაულოდ ცნეს.
ვუდფოკსი და უოლლესი მემარცხენე რადიკალური ორგანიზაცია «შავი პანტერას» წევრები იყვნენ, რომელიც 1966 წელს დააარსეს. ორგანიზაცია შავკანიანთა უფლებებს რევოლუციური მეთოდებით იცავდა.
სამივე დაკავებული იმას ამტკიცებდა, რომ სასჯელს იხდიან იმ დანაშაულისთვის, რომელიც მათ არ ჩაუდენიათ, და რომ სასამართლო მსვლელობისას დაშვებული იყო შეცდომები.
სამივე მათგანი ციხეში ყაჩაღობის ბრალდებით მოხვდნენ.

კინგმა 23 წელი მარტომ გაატარა კამერაში და საკუთარ გამოცდილებაზე ბიბისთან ინტერვიუში ილაპარაკა ერთი წლის წინ. ის საუბრობდა იმაზე, რომ აუცილებელია ძლიერი იყო და რა გატყდე. ის შეშინებული იყო იმის გამო, რომ ხედავდა, როგორ ნებდებოდნენ ადამიანები ბედისწერას მაშინ, როცა მათ სხვა ადამაენებთან ურთერთობის საშუალება არ ქონდათ.

«ანგოლელი სამეულის» გასანთავისუფლებლად საერთაშორისო კომპანია მიმდინარეობდა. ორგანიზაცია Amnesty international-ის განცხადებით აღნიშნული შემთხვევა იმ იშვიათ შემთხვევათაგანი აშშ-ში, როცა ადამიანს ასე დიდი ხნით აუკრძალეს სხვებთან კავშირი.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბუკია – მარიხუანას მოხმარების გამო ბევრი ჩემი მეგობარი დღესაც გაღიმებული დადის
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძე – ოპოზიციაში მყოფი “თავისუფალი დემოკრატები” სახელმწიფოებრივ საქმეებში ჩაბმული ვართ