აშშ-ს მოსკოვში გამართულ შეხვედრას სკეპტიკურად უყურებს

ვაშინგტონი გუშინ მოსკოვში გამართულ შეხვედრას სკეპტიკურად უყურებს.

“არ შემიძლია, ვუწოდო პოზიტიური იმას, რომ რუსეთი გვისმენს. ისინი ადრეც ასე გვისმენდნენ, უბრალოდ არაფერს აკეთებდნენ,” – იტყობინება “ასოშიეიტედ პრესი” აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ მარი ჰარფიზე დაყრდნობით.

აშშ-ის სხვა ოფიციალური პირების განცხადებები ჯერ არ გავრცელებულა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა ვლადიმერ პუტინთან 5-საათიანი შეხვედრის შემდეგ კრემლი უკომენტაროდ დატოვეს.

შეხვედრის შემდეგ მათ ერთად ივახშმეს, მაგრამ მედიისთვის განცხადებები არ გაკეთებულა. თუმცა, დასავლურ მედიაში გავრცელდა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის, განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ ლიდერები შეთანხმდნენ “შესაძლო ერთობლივი დოკუმენტის” მომზადებაზე, რომელიც უკრაინის კონფლიქტის დასრულებას შეუწყობს ხელს”.

გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ “შესაძლო დოკუმენტზე” კვირას ტელეფონით იმსჯელებენ. რომელშიც მონაწილეობას უკრაინის პირველი პირიც მიიღებს.

banner
წინა სტატიაშიმერკელის და ოლანდის პუტინთან შეხვედრის შედეგი უცნობია
შემდეგი სტატიაბორჯომში დაჭრილი პოლიციელი გარდაიცვალა