აშშ-ს მთავრობამ ციხიდან გაქცეულ მკვლელებზე ჯილდო დააწესა

აშშ-ს მთავრობამ ციხიდან გაქცეულ მკვლელებზე ჯილდო დააწესა

აშშ-ს მთავრობამ ციხიდან გაქცეულ მკვლელებზე ჯილდო დააწესაორმა პატიმარმა, რომლებიც მკვლელობისთვის იხდიდნენ სასჯელს, ნიუ-იორკის შტატის დანერომის მკაცრი რეჟიმის ციხიდან გაქცევა მოახერხა.
48 წლის რიჩარდ მეტმა და 34 წლის დევიდ სუეტმა, სავარაუდოდ, ელექტროინსტრუმენტების დახმარებტ შეძლეს ციხის კედლების გარღვევა Clinton Correctional Facility-ში, რომელიც შტატის ერთ-ერთ ყველაზე კარგად დაცულ ციხედ ითვლება.
«ეს საშიში ადამიანები არიან, რომლებიც მზად არიან ახალი მძიმე დანაშაული ჩაიდინონ» – განაცხადა შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ და შექმნილ მდგომარეობას «კრიზისული» უწოდა.
ნიუ იორკის შტატმა უკვე დააწესა ჯილდო 100 ათასი დოლარის ოდენობით გაქცეულბზე ინფორმაციის მოსაპოვებლად. კუომოს თქმით, გაქცევა უკანასკნელი 150 წლის მანძილზე პირველად მოხდა ციხიდან.

აშშ-ს მთავრობამ ციხიდან გაქცეულ მკვლელებზე ჯილდო დააწესა

როგორც გაზეთმა New York Post-მა დაწერა, მსჯავრდებულებმა კამერის რკინის კედლები გაარღვიეს, რომლის შემდეგაც ისინი ვიწყო საწვიმარებს გაყვნენ და მოხვდნენ ტექნიკურ განყოფილებაში, საიდანაც მილების დახმარებით და სავინტილიაციო და საკანალიზაციო განყოფილელებით უახლოეს ქუჩაში მოხვდნენ. ქუჩიდან მათ დაახლოებით 30 კილომეტრი ირბინეს კანადის საზღვრის მიმართულებით.
გაქცევა პარასკევიდან შაბათ ღამეს იქნა განხორციელებული. ბადრაგს ეჭვი რომ არ შეპარვოდა, მათ საბნის ქვეშ მულიაჟები განათავსეს. გაქცევა მხოლოდ დილით იქნა შემჩნეული.
ნიუ-იორკის გუბერნატორის თქმით, შეუძლებელია მეზობელ კამერებში ეს სხვა პატიმრებს არ ეგრძნოთ და განკარგულება გასცა რომ საკითხი დეტალურად შეისწავლონ მას შემდეგ, რაც გაქცეულებს დაიჭერენ.
მეთმა 25 წელი მამაკაცის გატაცებასა და სასიკვდილოდ ცემის გამო მიიღო 1997 წელს. სუეტი სამუდამო პატიმრობაში იყო შერიფის თანაშემწის მოკვლის გამო.
გაქცეულები შესაძლებელია უკვე კანადაში გადავიდნენ ან შტატი დატოვეს.
მათ 200 პოლიციელი, ძაღლები და ვეტმფრენები ეძებენ.

banner
წინა სტატიაშიფიფა: რუსეთმა და კატარმა შესაძლებელია ჩემპიონატის ჩატარების უფლება დაკარგონ
შემდეგი სტატიაგენო კალანდიას დაბადებიდან 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა