აშშ-ს მედია თვლის, რომ ობამას პუტინის ეშინია

აშშ-ს მედია თვლის, რომ ობამას პუტინის ეშინია

აშშ-ს მედია თვლის, რომ ობამას პუტინის ეშინიაNew York Times-ის მიხედვით, რუსეთის ავიაგამანადგურებლების ერთ-ერთი პირველი ობიექტი ოპოზიციური დაჯგუფება იყო, რომლებმაც წვრთნები აშშ-ში, ცენტრალურ სადაზვერვო განყოფილებაში გაიარეს.

თუკი ეს ასეა, გამოდის, რომ რუსეთი ამერიკის მოკავშირეებს ბომბავდა. ამის შესახებ ინფორმაციამ რესპუბლიკელ სენატორ ჯონ მაიკეინს იქითქენ უბიძგა, რომ ტელეარხ Fox News-თან განეცხადებინა, რომ არ იქნებოდა ცუდი იდეა თუკი ამბოხებულებს ზენიტურ-სარაკეტო კომპლექსებით მოამარაგებდნენ, ისევე, როგორც ამაც ავღანეთის ოკუპაციისას აკეთებდა აშშ.

უკანასკნელი ორი დღის მანძილზე აშშ-ს პრესაში განსაკუთრებით გამოირჩევა New York Post-ში დაბეჭდილი სტატია “პუტინს სირიის ავიადარტყმებით პრეზიდენტ ობამას დამცირება სურს”.
“პირველი, რაც უნდა გავიაზროთ ვლადიმირ პუტინზე, არის, ის, რომ მისთვის ცოტაა გამარჯვება. მას ასევე უნდა ოპონენტის განადგურება, შიგნითაც და გარეთაც” – წერს სტატიის ავტორი.
“ჩვენ ახლა იქამდე ვართ მისულები, რომ რუს გენერალს აშშ-ს სამხედრო ატაშეს შეუძლია უბრძანოს ფრენების შეწყვეტა. არა, ჩვენ ჯერ კიდევ დავფრინავთ, მაგრამ ჩვენს მფრინავებს ხელები შეუკრეს და სიფრთხილისკენ მოუწოდეს” – ნათქვამია სტატიაში, რომელიც შემდეგ ასე გრძელდება: “შემიძლია დავნიზლავდე, რომ პრეზიდენტ ობამას ვლადიმერ პუტინის ეშინია. ფიზიკურად ეშინია, პირდაპირი გაგებით, ისე, რომ საფენების გამოცვლა სჭირდება… დიდი ალბათობაა იმისი, რომ პუტინის ბრძანებით ამერიკულ უპილოტოებს ჩამოაგდებენ, ან სულაც თვითმფრინავებს. რატომ? იმიტომ, რომ მას შეუძლია. და იმიტომ, რომ ამისგან ის სიამოვნებას იღებს” – წერს ავტორი, რომლის აზრითაც “თეთრი სახლის გუნდი საზოგაგოდ იფხანენ ზურგს და სხეულის სხვა ნაწილებს და ამბობენ: ჩვენ არ ვიცით რუსების ჩანაფიქრი რა არის”. მაშინ,მოდით, დავეხმაროთ მათ.

პიტერსის აზრით, პუტინის ცხადი მიზნები ასეთია: “მოკლევადიან პერსპექტივაში – ასადის რეჟიმის გადარჩენა, და თან ყველა ოპოზიციური დაჯგუფების განადგურება გარდა ისლამური სახელმწიფოსი, რომელსაც ის აშშ-ს, ევროპას და დანარჩენ მსოფლიოს დაუტოვებს, რომ მსოფლიომ არჩევანი ისლამურ სახელმწიფოსა და ასადს შორის გააკეთოს”.

“საშუალო ვადიანი პერსპექტივა ყველას ფაქტის წინაშე დაყენებაა, მათ შორის აშშ-ს ახალი პრეზიდენტის, რომ რეალობას შეეგუოს. პუტინისგან აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, რომელიც 2017 წელს უნდა მოხდეს, მოსალოდნელია აგრესიული ძალადობები. პუტინის გრძელვადიანი პერსპექტივა კი რუსეთის სიდიადის აღდგენაა და შემდეგ ახლო აღმოსავლეთის და მისი ენერგორესურსების ხელში ჩაგდება ” – ნათქვამია სტატიაში.

“ახლო აღმოსავლეთში ჩვენი თავმოუბმელობის გამო ჩვენი არავის სჯერა, ისრაელსაც კი, ჩვენ არავინ გვცემს პატივს და არავის ეშინია… თუკი პუტიკი ამერიკულ თვითვმფრინავს ჩამოაგდებს და თუკი ობამა, ბოლოსდაბოლოს გამოიჩენს სიმამაცეს და ღირსეულ პასუხს გასცემს მას, მაშინ თურქეთი, რომელიც ლოიალური არ არის და სიკვდილამდე ეშინია რუსეთის, იძულებული გახდება ჩვენ მოგვცეს ინჟირლიკის ავიაბაზა. ჩვენ პრეზიდენტი კი არა, შეშინებული ბავშვი გვყავს, რომელიც საშინელებათა ფილმებზე თვალებს ხუჭავს” – წერს ანალიტიკოსი.

აშშ-ს მედია თვლის, რომ ობამას პუტინის ეშინია

აშშ-ს კონსერვატიული საიტებიც იმავე აზრს იზიარებენ რუსეთის ავიადარტყმების დაწყების შემდეგ.

“ობამას ამ რეგიონში სამხედრო ძალების შეცრება უნდოდა, რომელიც აშშ-ს ჰეგემონიას კოლექტიური სისტემით შეცვლიდა, და რომელიც თავის მხრივ ძლიერი სახელმწიფოების კონკურენტობას გაათანაბრებდა” – წერენ კაილ ორტონი და ჯეიმს სნელი ჟურნალში National Review. მათი აზრით, ასეთი დინამიკა ფანტაზიაა და სინამდვილეში არსებობს ორი მოწინააღმდეგე კოალიცია: ამერიკის ტრადიციული მოკავშირეები და რუსეთი და ირანი. ობამას კურსი კი რუსეთ-ირანის პოზიციას აძლიერებდა. ამერიკის ჰეგემონია ახლო აღმოსავლეთში გატყდა, მაგრამ ის არა თანაბარმა ძალებმა, არამედ უფრო ამერიკის ოპონენტებმა დაიკავეს.

ავტორები თვლიან, რომ “რუსეთს ჰუმანიტარული მოსაზრებები არ აღელვებს და მის მიზნებში არ შედის უდანაშაულოების დაღუპვის შემცირება, მიგრანტების ტალღის მოწესრიგება და არც ისლამური სახელმწიფოს განადგურება. რუსეთის მიზანი ერთადერთია- სირიაში ასადის რეჟიმის შენარჩუნება” – ნათქვამია სტატიაში.

banner
წინა სტატიაშირუსეთის თავდაცვის სამინისტროს მოხსენება გუშინდელი ავიარადტყმების შესახებ
შემდეგი სტატიაბრიტანელ არასრულწლოვანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს