აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა დაადასტურა

,,აშშ ადასტურებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას,, გნაცხადა აშშ- თავდაცვის მინისტრმა ეშტონ კარტერმა ,,ნატო-უკრაინის,, კომისიის სხდომის შემდეგ, რომელიც თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩატარდა.
,,მე დავადასტურე აშშ-ს ვალდებულება, რომ იდეგეს უკრაინის და უკრაინელი ხალხის გვერდით. პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზეწოლას რუსეთზე, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რუსეთის მიმდინარე აგრესიის შესაკავებლად აღმოსავლეთ უკრაინაში… ჩვენ მადლობას ვუხდით ევროკავშირს და პარტნიორებს, რუსეთის მიმართ სანქციების გახანგრძლივების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გამო. თავის მხრივ აშშ, მზარდ და მძლავრ დახმარებას უწევს უკრაინას. ამ მომენტისათვის უკვე გამოყოფილია 238 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება და 300 საუკეთესო ინსტრუქტორი აშშ-ს არმიის საჰაერო-სადესანტო ბრიგადისა, წვრთნის უკრაინულ გვარდიას,, განაცხადა კარტერმა.

banner
წინა სტატიაშიერევანში 5 ათასკაციანი მიტინგი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასოფელ ფარიზში მომხდარ მკვლელობაში დამნაშავე პირი გამოვლენილია