აშშ-ს ელჩი: საქართველომ დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე მამაცი და გმირი შვილი

ამერიკის ელჩმა, იან კელიმ მეუღლესთან ერთად ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცის ვასილ ყულჯანიშვილის სამოქალაქო პანაშვიდსა და გამოსვენებას დაესწრო.
“ჩემს მეუღლე ფრანჩესკასთან ერთად ვიმყოფები დღეს აქ, ამერიკელი ხალხის სახელით, რათა გამოვხატოთ ჩვენი ღრმა მწუხარება. საქართველომ დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე მამაცი და გმირი შვილი. ვასილი იმ მიზნით იყო ავღანეთში, რა მიზნითაც ჩვენ ვართ ავღანეთში. ჩვენ ვიცავთ იმ ღირებულებებს, რომელიც ჩვენთვის საერთოა. ამ სამწუხარო დროს, ვასილის ოჯახს, ქართველ ხალხს ვუსამძიმრებ და მინდა დავარწმუნო, რომ ამერიკა ამ მწუხარების დროს თქვენთან ერთად არის”, – განაცხადა ამერიკის ელჩმა.

banner
წინა სტატიაშისტუ – შემოდგომაზე გაზაფხულისფერი ახალი სასწავლო წელი
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: ვწუხვარ, რომ არც ჩემი პირველი ვიზიტის და არც ახლანდელი ვიზიტის შესაძლებლობა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული არ არის