აშშ-ს ელჩი “რუსთავი 2”- თან დკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აშშ-ს ელჩი

იან კელიამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის განცხადებას აქვეყნებს, რომელიც მან „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა:

„დღეს მე რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობას შევხვდი, რათა გამეგო უფრო მეტი იმ სასამართლო საქმის შესახებ, რომელიც ტელევიზიის ფინანსურ მდგრადობაზე ახდენს გავლენას. მე დავარწმუნე რუსთავი 2, რომ აშშ-ის საელჩო მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

შეერთებული შტატების მთავრობას ხშირად აღუნიშნავს საქართველოს ღია მედიაგარემო, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება რეგიონში სანიმუშოდ აღიარებს. ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც ისე ჩანს, რომ ზღუდავს მედიის თავისუფლებასა და მედიამრავალფეროვნებას, სერიოზულად აღვიქვამთ. ჩვენ [უკვე] გავუზიარეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოს მთავრობას.

ნებისმიერი დემოკრატიის წარმატებისათვის მნიშვნელოვანია ძლიერი, პასუხისმგებლიანი მთავრობა. მედიამრავალფეროვნება არანაკლებ მნიშვნელოვანია. როგორც თავის დროზე ამერიკის კონსტიტუციის შემქმნელებმა გვასწავლეს, მთავრობის უპირველესი ამოცანაა ჩვენი თავისუფლების დაცვა. ჩვენი თავისუფლება კი თავისუფალ, შეუზღუდავ და მრავალფეროვან მედიას ეფუძნება.“- ნათვამია იან კელის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშინობელის პრემია ლიტერატურაში ბელორუსელმა სვეტლანა ალექსიევიჩმა აიღო
შემდეგი სტატიასამხედროს, რომელმაც საფრანგეთის მატარებელში ტერაქტი აღკვეთა, აშშ-ში თავს დაესხნენ