აშშ-ს დაზვერვა სირიაში გასაიდუმლოებული რუსული სამხედრო ბაზის ფოტოებს აქვეყნებს…

siria-rus-bazaამერიკული სადაზვერვო-ანალიტიკური კომპანია Stratfor-ი სირიაში წარმოდგენილ რუსულ სამხედრო ძალებზე აქვეყნებს ანგარიშს, რომელშიც ქალაქ ლატაკიაში რუსული სამხედრო ბაზის მიმდინარე მშენებლობის, სატელიტიდან 4 სექტემბერს გადაღებული ფოტოებია წარმოდგენილი…

გავრცელებულ ფოტოებში კარგად ჩანს, თუ როგორ შენდება აეროპორტის მიმდინარე ტერიტორიაზე ორი დამატებითი  ვერტმფრენების დასაჯდომი მოედანი… ხოლო აეროპორტის ასაფრენი ზოლი მთელი პერიმეტრის მანძილზე ფართოვდება.

სადაზვერვო-ანალიტიკური სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზემოაღნიშნული მშენებლობა მსხვილგაბარიტიანი ტექნიკის, კერძოდ სამხედრო ვერტმფრენებისა და მძიმეწონიანი სამხედრო თვითმფრინავების მისაღებად გაწეული დამატებითი ღონისძიებაა, რაც ადასტურებს, რომ ამ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზა განთავსდება.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი–აფხაზეთში კიდევ ერთი ქართველი მოკლეს
შემდეგი სტატიამეტეოროლოგები მომდევნო 2 წლის მანძილზე დიდ სიცხეებს ვარაუდობენ