აშშ-ს დაზვერვა: პუტინი მარიუპოლის აღებას აპირებს

პუტინმა ნემცოვის მკვლელობას შეკვეთილი უწოდა

უკრაინისთის ამერიკული იარაღის მიცემა დიდი ალბათობით რუსეთიდან იარაღის შემოდინებას გამოიწვევს, რაც თავის მხრივ გამოყენებული იარაღების თვისებრივად შეცვლას გამოიწვევს – ამის შესახებ აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ჯეიმს კლეპერმა განაცხადა სენატში შეიარაღებული ძალების შესახებ მოსმენაზე.

კომიტეტში გამოსვლისას, რომელსაც რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ხელმძღვანელობდა, კლეპერმა თქვა, რომ „უკრაინის აშშ-ს მხრიდან იარაღით მომარაგება აუცილებლად რუსეთის უარყოფით რეაქციას გამოიწვევს“. მან აღნიშნა, რომ მათ მიერ გამოთქმული აზრი არ ნიშნავს იმას, რომ აშშ უკრაინის ლეტალური იარაღით მომარაგების წინააღმდეგია.
კლეპერმა ასევე თქვა, რომ რუსეთის მხრიდან მარიუპოლზე თავდასხმას გაზაფხულზე ელოდება.
მისი შეფასებით, უკრაინის გზა ევროინტეგრაციისკენ იქნება „რთული პროცესი. პუტინის მიზანია უკრანიას ხელი შეუშალოს ნატოში შესვლაზე და სეპარატისტებს გააკონტროლებინოს უკრაინის შიდა ავტონომია. მას უნდა კიევზე შეინარჩუნოს კონტროლი და ყირიმი, თავოსთავად, მისი აზრით განხილვას არც ექვემდებარება“ – ასე დაახასიათა ჯეიმს კლეპერმა პუტინის პოზიცია.

banner
წინა სტატიაშიობამა: ირანმა ბირთვული პროგრამა უნდა გაყინოს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილმა ტაავი რიივასს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა