აშშ – სირიაში, რუსეთთან შეუთანხმებლად ,,სპეცნაზს,, და თვითმფინავებს აგზავნის…

maxresdefaultაშშ, სირიაში ოპოზიციური სამხედრო ძალებისათვის დახმარების გასაწევად და ტერორისტულ ორგანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფოს,, წინააღმდეგ საბრძოლველად სპეცდანიშნულების ბატალიონს, სირიაში გრძელვადიანი კონტინგენტის სახით აგზავნის, აცხადებს ამერიკული  NBC News-ი.

აშშ-ს პრეზიდენტის წარმომადგენლის ჯოშ ერნესტის განცხადებით, სირიაში ,,სპეცნაზის,, გაშვებაზე თანხმობა განაცხადა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ.

გავრცელებული ინფორმაციით, ბატალიონი დაკომპლექტებული იქნება მაღალი ხარისხის პროფესიონალებისაგან, რომლებიც ინსტრუქტაჟს გაუწევენ სირიაში, როგორც ისლამისტების ასევე ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ ქურთების სამხედრო დაჯგუფებას და ,,სირიის თავისუფალ არმიას,, რომელშიც ასადის წინააღმდეგ ამხედრებული ყოფილი სირიელი სამხედროები იბრძვიან. ბატალიონის ამოცანაა გააძლიეროს ოპოზიციური სამხედრო ძალების ბრძოლისუნარიანობა და ეფექტურობა, ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.

Falcons soar over Koreaამას გარდა, აშშ-ს სამხედრო სარდლობა თურქეთში, სირიის საზღვართან მდებარე ,,ინჯირლიკის,, ავიაბაზაზე დამატებით ავიამოიერიშე А-10-ებს და F-15-ს ტიპის ბომბდამშენებს აგზავნის, ოფიციალური მიზეზით ,,ისლამური სახელმწიფოსათვის ინტენსიური ავიადარტყმების მისაყენებლად,, პარალელურად კი ერაყში არსებული 3500 კაციანი სამხედრო კონტინგენტის გამოსაყენებლად ემზადება.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს გააქტიურება სირიის კონფლიქტში, რუსეთთან შეთანხმების გარეშე ხდება, რაც ობამას წარმომადგენლის ჯოშ ერნესტის სიტვებიდანაც ჩანს… ,,მე ვერ ვხედავ ისეთ სცენარს, რომლის მიხედვით, ამერიკელმა სამხედროებმა თავისი მოქმედებეის კოორდინაცია რუსეთთან უნდა შეათანხმონ,, აცხადებს ერნესტი, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსული სამხედრო ძალების მიერ ასადის  მოწინააღმდეგეთა ძალებზე თავდასხმა, მომავალში ამერიკელ სამხედროებთან კომფრონტაციაში შეიძლება გადაიზარდოს.

www.timer.ge

 

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშირეზო ამაშუკელი: “ახლა ვინც ინგლისურად ლაპარაკობს, ყველა “პიდარასტი” მგონია”
შემდეგი სტატიაგუშინ ოსმა სეპარატისტებმა 2 ქართველი დააკავეს… ქართული მხარე კი – დუმს…