აშშ რუსული კომპანიების წინააღმდეგ ირანის, სირიის და კორეის მომარაგებისთვის სანქციებს აწესებს

აშშ რუსული კომპანიების წინააღმდეგ ირანის, სირიის და კორეის მომარაგებისთვის სანქციებს აწესებს

აშშ რუსული კომპანიების წინააღმდეგ ირანის, სირიის და კორეის მომარაგებისთვის სანქციებს აწესებსაშშ-ს მთავრობა ატომური შეიარაღების ირანის, სირიის და კორეის სახალხო რესპუბლიკასთან მიმართებაში გაუვრცელებლობის კანონის დარღვევისთვის მთელი რიგი რუსული კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აპირებს.

კომპანიები, რომელთა მიმართაც გატარდება სანქციები, არიან – “მიგ”, “როსობორონექსპორტი” და “კადტოდი”.

“შავ სიაში, რომელიც ძალაში დღეს შედის, ასევე არიან ჩინური, ჩრდილოეთ კორეული, გაერთიანებული არაბთა ემირატების, სირიული, სუდანის, ირანული და თურქული კომპანიები.
აშშ-ს სტრუქტურებს და სახელმწიფო ფედერალურ განყოფილებებს სიის ფიგურანტებთან კონტრაქტის დადება-მიწოდება ან მომსახურება ეკრძალებათ. ასევე – საექსპორტო ლიცენზიები მათ სავაჭრო ოპერაციებზე.

დოკუმენტის თანახმად, გამონაკლისი შესაძლებელია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილებით დაიშვას. როგორ იტყობინებიან, შეჩერდება ყველა მოქმედი ლიცენზია.

დოკუმენტი მთავრობის გამოცემა Federal Register-ში დღეს გამოქვეყნდება

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: წინა მთავრობის დროს მთელი სანაპირო დაცვა იყო იგნორირებული
შემდეგი სტატიაიაპონიამ პან გი მუნი ჩინეთის აღლუმში დასწრების გამო გააკრიტიკა