აშშ: რუსეთის დარტყმების 90% სირიის ოპოზიციისკენ არის მიმართული

აშშ: რუსეთის დარტყმების 90% სირიის ოპოზიციისკენ არის მიმართული

აშშ: რუსეთის დარტყმების 90% სირიის ოპოზიციისკენ არის მიმართულიაშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთი სირიის ოპოზიციას ბომბავს.
მისი თქმით, რუსული ავიადარტყმების მხოლოდ 10% იყო მიმართული ისლამურ სახელმწიფოსა და ალ-ქაიდაზე.
“რუსული ავიადარტყმების თითქმის 90% მიმართული იყო სირიის მთავრობის ოპოზიციისკენ, რომლებსაც სირიის უკეთესი მომავალი სურთ” – განაცხადა კირბმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადებით მათი ოპერაცია მიმართულია “ანტიტერორისტული მიზნებისკენ”.
რუსეთის სირიაში ოპერაციის შემდეგ აშშ და დასავლეთი მას ასადის რეჟიმის მხარდაჭერას და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში ადანაშაულებს.
დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სირიასი მოსკოვის სამხედრო აქტიურობის გაზრდას განიხილავს.

banner
წინა სტატიაში“საინტერესოა ინდივიდუალური საქმეების გაცნობა”- იოჰანეს ჰანი საქართველოს სასამართლო სისტემაზე საუბრობს
შემდეგი სტატიარუსეთმა სირიაში ზღვიდან დაიწყო დაბომბვები