აშშ პოლონელებს ,,პეტრიოტის,, გამოყენებას ასწავლის

121214114119-patriot-missile-battery-file-story-topნატოს ეგიდით აშშ და პოლონეთი ერთობლივ წვრთნებს მარტის დასასრულს გამართავენ.

,,წვრთნებში აშშ-ს არმიის 100-მდე სამხედრო მოსამსახურე და 30 ერთეული საზენიტო სარაკეტო კომპლექსი ,,პეტრიოტი,, მიიღებს მონაწილეობას,, განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა სტივენ უორენმა.

უორენის განცხადებით,  წვრთენები გაიმართება ოპერაცია ,,ატლანტიკური მზადყოფნის,, ფარგლებში და მას აშშ-საა და ნატოს სარდლობა ჩაატარებს. წვრთნების მიზანია ნატოს წევრი ქვეყნების კოლექტიური უსაფრთხოებისათვის მზადება,  უკრაინის სიტუაციისა და რუსეთის ქმედებების გათვალისწინებით.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთმა აპრილის ბოლომდე უნდა გადაწყვიტოს თუ ვისგან შეიძენს საზენიტო სარაკეტო სისტემებს… არჩევანი კი, აშშ-სა  და საფრანგეთს შორის უნდა გააკეთოს.

banner
წინა სტატიაშიშოთა არველაძემ ,,ქასიმფაშას,, მწვრთნელის პოსტი დატოვა
შემდეგი სტატიაუკრაინას 11 ევროპული ქვეყანა იარაღს მიაწვდის