აშშ-მ ქალების “ვიაგრას” წარმოება დაიწყო

აშშ-მ ქალების

აშშ-მ ქალების "ვიაგრას" წარმოება დაიწყოაშშ-ს საკვების და წამლების კონტროლის მართვის სამმართველომ ნებართვა გასცა წარმოებაში შევიდეს წამალი ფლიბანსერინი, რომელსაც ქალების აფროდიზიაკის თვისება აქვს.
წამალი, რომელსაც “ქალების ვიაგრას” ეძახიან, ბაზარზე Addyi-ის მარკით შემოვა. პრეპარატს ამერიკული Sprout Pharmaceuticals აწარმოებს.
ფლიბანსერინის ძირითადი თვისება ქალის დაქვეითებული ლიბიდოს აღდგენაა. ტაბლეტები დღე-ღამეში მხოლოდ ერთხელ დაინიშნება და გაიცემა მხოლოდ რეცეპტით.
ექსპერიმენტისას წამალს გვერდითი მოვლენები აღმოაჩნდა, ისეთი, როგორიც არის თავბრუსხვევები და ღებინება. ამასთანავე, ექსპერიმენტის დროს ქალები აღნიშნავდნენ, რომ ორგაზმი თვეში მხოლოდ ერთით გაეზარდათ.

მამაკაცების” ვიაგრასგან” განსხვავებით ფლიბანსერინი ტვინზე მოქმედებს და არა სისხლის მიმოქცევაზე.

banner
წინა სტატიაშიზალდასტანიშვილის ქუჩაზე ხეების უკანონო მოჭრასთან დაკავშირებული მასალები საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნა
შემდეგი სტატიასტუდენტური საერთო საცხოვრებელი უნივერსალური დიზაინით მოეწყობა