აშშ-მ ფიფა-ს რუსეთის გამო დაარტყა…

fifa-boss-sepp-blatterბოლო ორი დღის განმავლობაში მსოფლიო ფეხბურთის ასოციაციის – ფიფა-ს გარშემო ატეხილი სკანდალი, როგორც ჩანს, თავად ფიფა-ში დარღვევების გამოვლენისა და წესრიგის დამყარებაზე უფრო მეტად, ამ ორგანიზაციის რუსული გავლენის სფეროდან გამოყვანას და მსოფლიო პოლიტიკური დინებებისადმი დამორჩილებას ემსახურებოდა. მთავარი სამიზნე კი, ფიფას დაკავებული 7 მაღალჩინოსნის გარდა, მისი 1998 წლიდან უცვლელი პრეზიდენტი იოზეპ ბლატერი გახლავთ, რომელმაც აშშ-სა და ევროპის ნატოს წევრი ქვეყნების მაღალი რანგის პოლიტიკოსების მიერ, უკრაინაში რუსეთის მოქმედებების გამო, აგრესორი ქვეყნისთვის მსოფლიო ჩემპიონატის ჩამორთმევის შესაძლებლობა, არა თუ არ განიხილა, ყურიც კი არ ათხოვა და კატეგორიულად წინააღმდეგი წავიდა. აქედან გამომდინარე, აშშ და მისი მოკავშირეები გულხელდაკრეფილი ვერ დაელოდებოდნენ მსოფლიოს ნომერ პირველი სპორტისა და უდიდესი ფინანსური სფეროს მთავარი, მმართველი ორგანიზაციისა და მისი ლიდერის რუსეთისადმი ლოიალურ ფიგურებად დარჩენას.

ბლატერისა და ფიფას მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ოპერაციის მომზადებაში მთავარი როლი, აშშ-ს ფედერალური გამოძიების ბიუროს მიენიჭა, რომელსაც ჩინოვნიკების კორუფციული სქემები და ქრთამის აღებაში მათი მონაწილეობა უნდა დაედასტურებინა… რამდენად გამოიძია ეს ფაქტები ფედერალურმა ბიურომ და რამდენად მყარი მტკიცებულებები გააჩნიათ მათ, ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ამის მიუხედავად ის ფაქტი, რომ შვეიცარია, სადაც ეჭვმიტანილი ჩინოვნიკები ,,ეფ-ბი-აი,,ს მოთხოვნით დააკავეს, ყველაზე ნეიტრალური ქვეყანა ნატოს წევრიც კი არაა და არც დაკავებული პირები არიან აშშ-ს მოქალაქეები, და კიდევ… მიუხედავად იმისა, რომ ფიფა-ს შტაბ ბინა ამ ქვეყანაში მდებარეობს და მისი პრეზიდენტიც შვეიცარიის მოქალაქეა, ,,ეფ-ბი-აი,, დამნაშავეთა ექსტრადირებას სწორედ აშშ-ში მოითხოვს, რასაც შვეიცარია დიდი ალბათობით დააკმაყოფილებს… ეს კი აშშ-ს უდიდეს გავლენაზე მიუთითებს ამ ქვეყნის მიმართ.

ყველაზე მუხანათური კი, ფიფას მოქმედი ხელმძღვანელობისადმი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ამ ორგანიზაციის მაღალჩინოსნები კორუფციის ბრალდებით პრეზიდენტის არჩევამდე 2 დღით ადრე დააპატიმრეს, და ამ სკანდალით ფაქტიურად ზურგში ლახვარი ჩასცეს მოქმედ პრეზიდენტს და მეხუთე ვადით არჩევის, იმ დროისათვის რეალურ კანდიდატს ზეპ ბლატერს.

FED7C47B-B162-4AF3-A766-802212527378_w640_r1_sაშშ-ს დარტყმა ფიფასთან მიმართებაში ,,ეფ-ბი-აის,, მიერ კორუმპირებული ჩინოვნიკების დაპატიმრების მოთხოვნით არ შემოფარგლულა… იმავე დღეს 27 მაისს, აშშ-ს ორმა ყველაზე გავლენიანმა სენატორმა, რომლებიც ყველაზე მეტად ,,ანტირუსებად,, ითვლებიან,  ჯონ მაკკეინმა და რობერტ მენდესმა, ფიფა-ს კონგრესს წერილი გაუგზავნეს და მოუწოდეს, რომ დაგეგმილ არჩევნებში მხარი არ დაუჭირონ მომქედ პრეზიდენტ ზეპ ბლატერს და ჩამოართვან რუსეთს 2018 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება… ,,რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მუდმივი დარღვევის, ამ ქვეყნის მიერ მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურასთან მიმართებაში შექმნილი საფრთხეების გამო და ბლატერის მიერ ამ ქვეყანაში 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების მხარდაჭერის გათვალისწინებით, ჩვენ მოგიწოდებთ გადახედოთ არჩევნებში ბლატერის მეხუთე ვადით არჩევის შესაძლებლობას. ჩვენ ვთვლით, რომ მსოფლიო ჩემპიონატის 2018 წელს რუსეთში ჩატარება იქნება პუტინის რეჟიმის მხარდაჭერა, მაშინ როცა ამ რეჟიმს უნდა ვკიცხავდეთ,, აცხადებდნენ  ამერიკერლი სენატორები თავიანთ წერილში.

1374306110_1590366_w2ბლატერისა და ფიფა-ში მისი ბანდის წინააღმდეგ ოპერაციაში მარტო აშშ რომ არ იყო ჩართული, ეს სკანდალიდან მეორე დღეს 28 მაისს გამოჩნდა, როდესაც ფიფას წევრი უდიდესი ორგანიზაციის უეფა-ს პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ, პრესასთან საუბრისას ,,ბლატერის თავზე საკონტროლო გასროლა,, მოახდინა… მიშელ პლატინის განცხადებით, ის შეხვდა ბლატერის უშუალო კონკურენტს იორდანელ პრინც ალი ბინ ალ ჰუსეინს და როგორც თვითონ ასევე მისი თანამოაზრეები მას დაუჭერენ მხარს…
2245f0dd72200d411da36c206599f368,,ჩვენ გვქონდა კარგი შეხვედრა და კარგი დისკუსია… ხვალ ბევრი მონაწილე ხმას მისცემს პრინც ალის. ხალხს არ ჭირდება ისეთი პრეზიდენტი, როგორიც ბლატერია… ფიფა ისეთი ძლიერი აღარაა, როგორიც ადრე იყო… ბლატერისთვის საკმარისია უკვე,, განაცხადა პლატინიმ, რომელსაც მიუხედავდ ცნობილი ფეხბურთელების მიერ უფრო ადრე დაფიქსირებული ბრალდებებისა ბლატერის მიმართ (მაგალითად მარადონა, რომელიც მუდმივად აკრიტიკებდა მას და მაისის დასაწყისში კი განაცხადა, რომ ფიფა ანარქიაში ჩაეფლო) სხვა დროს არ გამოუხატავს მსგავსი შეხედულება.
ფიფაზე დარტყმა რომ რუსეთის გამო მოხდა, ამას კარგად უწყის თავად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც მოულოდნელად განვითარებული მოვლენების გამო 28 მაისს ამ თემასთან მიმართებაში უძლურად გამოიყურებოდა… პუტინის გამოსვლაში ჩანდა, რომ მოვლენებზე ზემოქმედების რაიმე მექანიზმი ამ წუთისთვის არ გააჩნია და მხოლოდ

476616659-russian-president-vladimir-putin-looks-on-during-a.jpg.CROP.promo-mediumlargeმოკრძალებული კომენტარით შემოიფარგლა, სადაც აშშ საკუთარი გავლენების თავს მოხვევაში დაადანაშაულა… ,,რაც შეეხება მომხდარ დაკავებებს ფიფაში, ისინი რბილად რომ ვთქვათ უცნაურად გამოიყურება… ისინი ხომ აშშ-ს მიერ კორუფციაში დადანაშაულების გამო დააკავეს?! და დააკავეს ვინ? საერთაშორისო ჩინოვნიკები. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რომელიმე მათგანმა მართლაც რამე დააშავა… მე არ ვიცი მაგრამ აშშ-ს ამასთან არაფერი ესაქმება. შესაძლებელია, რომ რაიმე ეპიზოდი აშშ-ს ტერიტორიაზეც მოხდა მაგრამ ეს მათ არ ეხებათ. ადგილი აქვს აშშ-ს მიერ საკუთრაი იურისდიქციის სხვა ქვეყნებზე გავრცელების აშკარა მცდელობას,, განაცხადა პუტინმა, რომელმაც ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ ფიფა-ს მიმართებაში გახორციელებული მოვლენები შესაძლებელია რუსეთისათვის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლების ჩამორთმევას ემსახურებოდეს.

ციურიხში 29 მაისს დაგეგმილ ფიფას პრეზიდენტის არჩევნებში, რომელსაც ფიფას კონგრესი ჩაატარებს, დიდი ალბათობით იორდანელი პრინცი გაიმარჯვებს… რაც, შეიძლება რუსეთზე დასავლეთის გამარჯვებად მოინათლოს… თუმცა რამდენად წაადგება თავად ფეხბურთს და სპორტს მსგავსი პოლიტიზაცია, ამას მომავალი გვიჩვენებს…

C10C64C3-F0B6-4376-A501-3992924B0DD0_mw1024_s_n დაპირისპირება დასავლეთსა და რუსეთს შორის, 29 მაისს ფიფას პრეზიდენტის არჩევნებით, რომ არ დამთავრდება, ეს 28 მაისს ამერიკის ვიცეპრეზიდენტის ჯო ბაიდენის, ბრუკინგის ინსტიტუტში გამოსვლამაც დაამტკიცა… სადაც მან განაცხადა, რომ ,,პუტინი  მანამდე არ გაჩერდება, სანამ შესაფერის ძალას არ წააწყდება,,… ამასთანავე, ბაიდენმა აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობდა მოესყიდა ევროკავშირის ჩინოვნიკები, რათა აშშ-სა და ევროპას შორის უთანხმოება გამოეწვია… სწორედ ეს წინადადება გვაფიქრებინებს, რომ აშშ-ს მომავალი სამიზნე, სავარაუდოდ ევროკავშირის რუსეთის მიერ მოსყიდული ჩინოვნიკები იქნებიან.

სპეხიალურად ,,თაიმერისთვის,,

კახაბერ ადამია 

TIMER-AA

banner
წინა სტატიაშირაულ ხაჯინბა აფხაზეთში ისტორიული ძეგლების უმოწყალო ნგრევაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაბენდუქიძის ქალიშვილს საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურს