აშშ-მ სრებრენიცას მოვლენებს გენოციდი უწოდა

აშშ-მ სრებრენიცას მოვლენებს გენოციდი უწოდა

აშშ-მ სრებრენიცას მოვლენებს გენოციდი უწოდააშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ დღეს მიიღო რეზოლუცია, რომელიც ბოსნიელი მუსლიმების სრებრენიცაში მასობრივ ჟლეტას ეხება. რეზოლუცია მოვლენების 20 წლისთავს უკავშირდება. დოკუმენტში მოვლენებს გენოციდი დაარქვეს. რეზოლუციის ავტორები ასევე აკრიტიკებენ ყველას, ვინც შესაძლებელია “სრებრენიცას გემოციდი უარყოს ან ეჭვქვეშ დააყენოს”.
ამერიკის პარლამენტმა ანალოგიური დოკუმენტი სრებრენიცას 10 წლისთავთან დაკავშირებითაც მიიღო.
აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა მოვლენების მსხვერპლთა პატივსაცემად ცერემონიაში მონაწილე დელეგაციას უხელმძღვანელა – ამის შესახენ თეთრი სახლის პრეს-სამსახური ავრცელებს ინფორმაციას. დელეგაცია ათი წევრისგან შედგებოდა. მათ შორის იყვნენ ყოფილი გენერალური მდივანი მარლენ ოლბრაინი, სენატორები როჯერ უიკერი და ჯინ შეინი, ასევე პარლამენტარები ელიოტ ენჯელი და პიტერ კინგი.
გუშინ რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ვეტო დაადო, სადაც 8 ათასი ბოსნიელი მუსლიმების 1995 წლის მასობრივი დახოცვა კლასიფიცირებული იყო როგორც გენოციდი. ჩინეთმა, ნიგერიამ, ანგოლამ და ვენესუელამ ხმისმიცემისგან თავი შეიკავეს. უშიშროების საბჭოს დანარჩენმა ათმა წევრმა რეზოლუციას მხარი დაუჭირა. სერბეთის პრეზიდენტმა ტიმოსლავ ნიკოლიჩმა განაცხადა, რომ ეს სერბეთისთვის “დიდი დღეა” – მან რუსეთის ვეტო იგულისხმა – წერს გერმანული “დოიჩე ველე”.
1995 წლის ივლისში სრებრენიცაში რამდენიმე დღეში 8 ათასი მუსლიმი დახოცეს. პასუხისმგებლობა ფაქტზე ბოსნიელ სერბებს დაეკისრა. ჰააგაში გაეროს საერთაშორისო სასამართლომაც სრებრენიცას მოვლენებს გენოციდი უწოდა.

banner
წინა სტატიაშირუმინეთში “ლუკოილის” შვილობილი კომპანია დააკავეს
შემდეგი სტატიაWikileaks – აშშ ათეულობით წლები ანხორციელებდა გერმანიის მთავრობაზე თვალთვალს