აშშ-მ პუტინის წარგზავნილი მედვედევის მიღებაზე უარი განაცხადა…

აშშ-მ პუტინის წარგზავნილი მედვედევის მიღებაზე უარი განაცხადა

აშშ უარს ეუბნება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ინიციატივაზე, რომ გააგზავნოს რუსეთის დელეგაცია პრემიერ დიმიტრი მედვედევის მეთაურობიით აშშ-ში, სირიის საკითხებში კოორდინაციის მისაღწევად

ინფორმაცია ამის შესახებ მასმედიას თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტმა ბრიფინგზე მიაწოდა…

,,მე არ მიკვირს, რომ ჩიხში მყოფმა ვლადიმერ პუტინმა თავისი პრემიერი გაამზადა აშშ-ში გამოსაგზავნად, რათა მან ჩვენ დაგვარწმუნოს, რომ სირიაში რუსეთის ცალმხრივი მოქმედებებს შევუერთდეთ.

ჩვენ ვაცხადებდით, რომ არ ვართ დაინტერესებული ამაში მანამ, სანამ რუსეთი არ შეიტანს თავის კონსრუქციულ წვლილს ,,ისლამურ სახელმწიფოსთან,, ბრძოლის საერთაშორისო ძალისხმევაში. ამის ნაცვალდ რუსეთს საკუთარი გეგმები აქვს სირიაში, რომელსაც დამოუკიდებლად ანხორციელებს,, განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაში,,მეამაყება რომ ჩვენი შრომა წყალში არ ჩაიყარა,, – ხიდაშელი ჰააგის თემას ეხმაურება….
შემდეგი სტატიაპოლონეთი ,,გაზპრომისგან,, 100% -თ განთავისუფლდა… (VIDEO)