აშშ-მ თარხან ბათირაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის 5 მილიონი დააწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თარხან ბათირაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის ჯილდოს სახით 5 მილიონი დოლარი დააწესა. სახელმწიფო დეპარტამენტმა პანკისელი მებრძოლი დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” 3 მეთაურთან ერთად სპეციალურ სიაში შეიყვანა და ოთხივე პირის შესახებ ინფორმაციისთვის 20 მილიონი დოლარი დააწესა.

უწყების საიტზე გავრცელებულ განცხადებაში თარხან ბათირაშვილი, იგივე ომარ ალ შიშანი, “ისლამური სახელმწიფოს” საველე მეთაურადაა მოხსენიებული.

2013 წლის მაისში ის ხელმძღვანელობდა ოპერაციებს სირიის ჩრდილოეთ რეგიონებში, 2014 წელს კი თარხან ბათირაშვილი ამერიკელებმა ტერორისტთა შავ სიაშიც შეიყვანეს.

banner
წინა სტატიაშინაციონალურმა მოძრაობამ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქცია გამართა
შემდეგი სტატია„ძალიან მიკვირს, როგორ სძინავთ მშვიდი ძილით ივანიშვილსა და ღარიბაშვილს”, – ირაკლი ალასანია