აშშ-მ ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის პირველი გამოცდა მოაწყო…

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მ თავისი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის პირველი გამოცდა ევროპაში, ატლანტიკურ ოკეანეში სასწავლო ბალესტიკური რაკეტის ჩამოგდებით განახორციელა…

,,ეს იყო რაკეტსაწინააღმდეგო რაკეტის Standard-3 (SM-3) ბლოკ 1А პირველი გაშვება  და სასწავლო ბალესტიკური რაკეტის პირველი ჩამოგდება, რომელიც ევროპაში, შოტლანდიის დასავლეთ სანაპირსთან ატლანტის ოკეანეში მოხდა,, აცხადებს აშშ-ს  საზღვაო შეიარაღებული ძალების პრესსამსახური…

აღსანიშნავია, რომ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის გამოყენება, რომელიც ამერიკული სამხედრო გემი Ross-იდან იქნა გაშვებული, ნატოს მიმდინარე სწავლებების ფარგლებში გახორციელდა.

რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგებას და მის პირველ გამოყენებას ევროპაში, რუსი სამხედრო ექსპერტები გამოეხმაურნენ და მას ,,რუსეთის საწინააღმდეგოდ მიმართული სამხედრო აქცია,, უწოდეს…

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშინავთობის დაბალი ფასი დიდხანს შენარჩუნდება…
შემდეგი სტატიაწარსულში ნასამართლევი ოთხი პირი დააკავეს