აშშ-მ გამანადგურებლები ევროპის ბაზაში გადმოიყვანა

აშშ-მ გამანადგურებლები ევროპის ბაზაში გადმოიყვანა

აშშ-მ გამანადგურებლები ევროპის ბაზაში გადმოიყვანაგერმანიაში შპანგდალეს ავია-ბაზაში აშშ-მ მე-5 თაობის ოთხი ამერიკული გამანადგურებელი F-22 Raptor დააბინავა.
ამ ავია-გამანადგურებლების ევროპაში განთავსება პირველად ხდება.
როგორც აშშ-ს შტაბის ხელმძღვანელმა გენერალმა მარკ უელშმა განაცხადა, F-22 Raptor ევროპაში წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას. ნატოს სწავლებები, როგორც ვარაუდობენ, სექტემბრის შუა რიცხვამდე გაგრძელდება.

მრავალი დანიშნულების გამანადგურებელი F-22 Raptor კომპანიებმა Boeing და Lockheed Martin შექმნეს, ამერიკის სამხედრო ძალებმა კი 2005 წელს მიიღეს.
თვითმფრინავის შექმნისას “სტელსის” ტექნოლოგია იქნა გამოყენებული, რაც ნიშნავს იმას, რომ გამანადგურებელი მოწინააღდეგის რადარებისთვის ნაკლებად შესამჩნევია.

banner
წინა სტატიაშიესტონეთი რუსეთთან სასაზღვრო დაცვის გაძლიერების მიზნით საზღვარზე კედელს ააშენებს
შემდეგი სტატიაგაერომ ევროპას მოუწოდა მიგრანტების მისაღებად საჭირო ყველა ზომა მიიღოს