აშშ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

თეთრმა სახლმა საბერძნეთს და ევროკავშირს კომპრომისისკენ მოუწოდა

საფრანგეთში განხორციელებული ტერორისტული აქტების შემდეგ, აშშ-ის ხელისუფლება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

“უკანასკნელმა ტერორისტულმა თავდასხმებმა, ვის მიერაც არ უნდა იყოს განხორციელებული – ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული პირების, მხარდამჭერებისა თუ ცალკეული ადამიანების, აჩვენა, რომ აშშ-ის მოქალაქეებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ და შესაბამისი ნაბიჯები გადადგან საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საფრანგეთში მძევლების გასათავისუფლებელი სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მართალია ტერაქტების უშუალო საფრთხე საფრანგეთში მოხსნილია, თუმცა ვითარება ჯერ კიდევ არასტაბილური რჩება.

banner
წინა სტატიაშისაავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს
შემდეგი სტატიავახტანგ კაპანაძე ავღანეთში იმყოფება