აშშ კოსოვოს მოუწოდებს ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის ფაქტები გამოიძიოს

organoebit_vachroba_ევროკავშირმა და აშშ-მ კოსოვოს მოუწოდეს შექმნას სპეციალური სასამართლო, რომელიც 1998-1999 წლებში კოსოვოს კონფლიქტისას ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის ფაქტებს გამოიძიებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში სერბეთის მოკავშირე იგივეს გაკეთებას გაეროს ეგიდით მოითხოვს, აფრთხილებს კოსოვოს ევროკავშირი.
2010 წელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრის დიკ მარტის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ კოსოვოს პრემიერ-მინისტრის ჰაშიმ ტაჩის ახლობლები ადამიანის ორგანოებით ვაჭრობაში იყვნენ შემჩნეული.
დღეს კოსოვოში ევროსაბჭოს წარმომადგენელმა სამუელ ზბოგარმა განაცხადა, რომ კოსოვო „ისევ მტრული რჩება“. „დრო მოვიდა პასუხისმგებლობა კონკრეტულ ადამიანებს დაეკისროთ და არა მთელ ერს“ – დაამატა მან.
სასამართლო, რომლის შექმნასაც სთავაზობენ კოსოვოს, ევროკავშირი დააფინანსებს და ის კოსოვოს კანონებით იმოქმედებს.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი თუ მოისურვებს, მარგველაშვილს რეზიდენციაში შუქს გამოურთავს
შემდეგი სტატიაზემანი: პუტინი თვითმკვლელი არ არის, რომ ბალტიის ქვეყნებს თავს დაესხას