აშშ კიევს ომისკენ უბიძგებს – აცხადებს ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელშიც ის მიესალმა კიევის მიერ გამოცხადებულ დონბასისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭწებას, შეაფასა როგორც ომისკენ წაქეზება.
,,თუ ვაშინგტონი მიესალმება მოქმედებას, რომელიც მინსკის შეთანხმებების ჩაშლას ისახავს, მაშინ აქედან გამოგვაქვს დასკვნა, რომ ვაშინგტონი აქეზებს კიევს პრობლემის საომარი გზით გადაწყვეტისაკენ,, განაცხადა ლავროვმა.
ლავრავის აზრით, ,,ნორმანდიეული ოთხეულის,, მინისტრების დონეზე შეხვედრისათვის სიტუაცია მომწიფებულია და ასეთი შეხვედრა მომავალ კვირას შეიძლება გაიმართოს.
აღსანიშნავია, რომ 18 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლის მიხედვითაც ლუგანსკისა და დონეცკის ოლქები აღიქარებულ იქნა დროებით ოკუპირებულად და ამ რეგიონებს მიანიჭება თვითმმართველობის განსაკუთრებული სტატუსი, იმ პირობით, თუ იქ არჩევნები გაიმართება უკრაინული კანონების შესაბამისად… რასაც რუსეთი და სეპარატისტების ლიდერები არ ეთანხმებიან და თვლიან, რომ სიტუაცია ჩიხშია.

banner
წინა სტატიაშიერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2230 ლარი გახდა
შემდეგი სტატიასაქართველოს ახლა ჰყავს მთავრობა, რომელიც ოლიგარქს უყურებს ქვემოდან ზემოთ და თავის ხალხს – ზემოდან ქვემოთ