აშშ-ის შემდეგ ახმედ ჩატაევი ტერორისტების ჯგუფში ევროკავშირმაც შეიყვანა

შეერთებული შტატების შემდეგ ახმედ ჩატაევი სანქციების სიაში ევროკავშირმაც შეიყვანა.

ევროკავშირმა ახალი 18 კაციანი სია გამოქვეყნა, რომლებიც ტერორისტულ დაჯგუფება ალ–ქაიდასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები და ამ დროისთვის თურქეთსა ან სირიაში იმყოფებიან. აქედან 6 პირი რუსეთის მოქალაქეა, მათ შორის ერთერთი ახმედ ჩატაევია.

ევროკავშირში განმარტავენ, რომ ყველა პირი ტერორიზმთან კავშირში მყოფთა სიაში გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე მოხვდა.

დოკუმენტში მათი სრული მონაცემები და სავარაუდო ადგილსამყოფელია მითითებული.

სანქციების თანახმად ევროკავშირი 18–ვე პირის საბანკო ანგარიშებს გაყინავს და ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში შესვლას უკრძალავს.

banner
წინა სტატიაში,,რეალურად კი, ყველაფერი გაცილებით უფრო რთულია”- “დოიჩე ველეს” გადამღები ჯგუფი აფხაზეთშია
შემდეგი სტატია”სითი პარკის” საჩივრის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას “თავისუფალი საქართველო” აპროტესტებს