აშშ-ის საზღვაო ძალების ნაღმოსანი „ლაბუნი“ ბათუმის პორტში შემოვა

080109-N-0780F-003 SOUDA BAY, Greece (Jan. 9, 2008) The guided missile destroyer USS Laboon (DDG 58) arrives for a routine port visit to the island of Crete. Laboon is on a scheduled six-month deployment in support of Standing NATO Maritime Group (SNMG) 2 and is conducting operations in support of Operation Active Endeavor. Active Endeavor operates in the Mediterranean Sea and is designed to prevent the movement of terrorists or weapons of mass destruction as well as to enhance the security of shipping in general. U.S. Navy photo by Paul Farley (Released)

27-29 ივნისს ბათუმში ამერიკული ნაღმოსანი „ლაბუნი“ (DDG-58) შემოვა.

როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩო იტყობინება, „ლაბუნი“ არლეი-ბერკის კლასის მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ნაღმოსანია, რომელიც შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მე-6 ფლოტს ეკუთვნის.

„ამერიკული ნაღმოსნის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების სურვილს, განამტკიცოს ურთიერთობა ნატოელ მოკავშირეებსა და საქართველოს მსგავს პარტნიორებთან შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან დაკავშირებული საერთო ამოცანების გადასაწყვეტად”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საქართველოში ყოფნისას, ნაღმოსანი „ლაბუნი“ საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურთან რუტინულ ერთობლივ მეცადინეობას ჩაატარებს და სტუმრებს უმასპინძლებს. „ლაბუნის“ სტუმრობა აშშ-ის საზღვაო ძალების სხვა წარმომადგენელთა ადრინდელი ვიზიტების გაგრძელებაა და მოკავშირე და პარტნიორ სახელმწიფოებთან შეერთებული შტატების პროფესიული და პერსონალური ურთიერთობების გამტკიცებას ემსახურება.

„ლაბუნი“ ვირჯინიის შტატის ქალაქ ნორფოლკშია ბაზირებული. ის აშშ-ის მე-6 ფლოტის სამოქმედო არეალში რეგიონული საზღვაო უსაფრთხოების გამტკიცების საქმეში მრავალფუნქციურ როლს თამაშობს. ნაღმოსანი ორმხრივი და მრავალმხრივი საწვრთნელი მისიების მონაწილეა და შავი ზღვის რეგიონში ნატოს ოპერაციებშია ჩართული.

აშშ-ის საზღვაო ძალების გემები მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად შავ ზღვაში რეგულარულად მოქმედებენ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი უკრაინის ავიაციის სამსახურის ხელმძღვანელს დაუპირისპირდა
შემდეგი სტატიაგურიაში 100 მლნ დოლარის ღირებულების ინვესტიცია განხორციელდება