აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში ჩამოვიდა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი იან კელი, მეუღლესთან, ფრანჩესკასთან ერთად, დღეს თბილისში ჩამოვიდა.
როგორც ელჩმა ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, 30 წელია, დიპლომატია და სამუშაო, რომელსაც ყოველთვის ნატრობდა, იყო საქართველოში მუშაობა.
“მადლობელი ვარ იმისთვის, რომ მოხვედით აეროპორტში ჩვენს დასახვედრად. მე და ჩემი მეუღლე ფრანჩესკა ნამდვილად მოხარულები ვართ, რომ ჩამოვედით თბილისში და ვიმსახურებთ აქ. 39 წლის წინ ვიყავი საქართველოში პირველად, ვერ ვსაუბრობ ქართულად, მხოლოდ ერთი სიტყვა ვიცი – “გამარჯობა”. მე და ფრანჩესკას ყოველთვის გვინდოდა ჩამოვსულიყავით თბილისში. უკვე 30 წელია ვარ დიპლომატი და ერთადერთი სამუშაო, რომელსაც ყოველთვის ვნატრობდი, იყო საქართველოში მუშაობა”, – განაცხადა იან კელიმ, რომელმაც ელჩის თანამდებობაზე რიჩარდ ნორლანდი შეცვალა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი ირაკლი ალასანიას შეკითხვებს პასუხობს
შემდეგი სტატიაჩიორა თაქთაქიშვილი ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობის უკან ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე საუბრობს