აშშ ,,ისლამურ სახელმწიფოს,, იარაღს აწვდის…?

,,აშშ-ს თვითმფრინავები გამუდმებით ჯდებიან ,,ისლამური სახელმწიფოს,, მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზ, რაც საბოლოოდ აქარწყლებს მითს იმაზე, რომ ,,ისლამური სახელმწიფო,, ამერიკის N0-1 მტერია,, განაცხადა ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ჰასან ფირუზაბადიმ, რომელმაც თავისი სიტყვების დასტურად დაზვერვის მონაცემები მოიყვანა…

,,ამერიკელებმა არ უნდა მიაწოდონ იარაღი და დახმარება ტერორისტებს… მსოფლიოში ყველგან უნდა ებრძოდნენ ტერორისტებს და იცავდნენ სიცოცხლის უფლებას და არ აიარაღებდნენ მათ… ისინი დღეს ყველაზე ძვირადღირებული შეიარაღების მქონე დაჯგუფებას წარმოადგენენ,, განაცხადა გენშტაბის უფროსმა.

,,შეერთებული შტატები, მართლები რომ იყვნენ თავიანთ განცხადებებში, რომ ისინი ხელს არ უწყობდნენ ,,ისლამური სახელმწიფოს,, ჩამოყალიბებას, მათ ძალიან იოლად შეეძლოთ გაენადგურებინათ ეს ტერორისტული დაჯგუფება… ჩვენ იმედი გვაქვს რომ აშშ და ბრიტანეთი ბოლოსდაბოლოს, საკუთარი ხალხის უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე მაინც მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, რადგან ჩვენი დაზვერვის მონაცემებიდან გამომდინარე, ,,ისლამური სახელმწიფო,, უახლოეს ხანებში გეგმავს აშშ-ში და ევროპაში მრავალრიცხოვან ტერაქტებს,, განაცხადა გენერალმა ფირუზაბადიმ.

banner
წინა სტატიაშიჩემს მიერ გაკეთებული განცხადებები პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას წარმოადგენს-კახა კოჟორიძე
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი უნდა გამოვიდეს სააკაშვილის რეზიდენციიდან და შევიდეს ათონელის რეზიდენციაში–ირაკლი კობახიძე