აშშ ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად დღეში 9 მილიონს ხარჯავს

ობამა: ამერიკული საზოგადოება ჯერაც რასიზმით არის დაავადებული

ვაშინგტონი ჯიჰადისტებთან საბრძოლველად ყოველდღიურად 9 მილიონ ევროს ხარჯავს. ერაყსა და სირიაში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტევებში აშშ-მ 2, 7 მილიარდი დოლარი დახარჯა.

საერთაშორისო კოალიცია ისლამური რესპუბლიკის პოზიციებზე გასული წლის აგვისტოდან ახორციელებს შეტევებს ერაყსა და სირიაში.
ხარჯების შესახებ მონაცემები, რომელიც პენტაგონმა გამოაქვეყნა, მეტყველებს, რომ ორი მესამედი სამხედრო-საჰაერო ძალების საჭიროებებზე დაიხარჯა. დოკუმენტი მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც წარმომადგენლობითმა პალატამ თავდაცვის ხარჯები დაამტკიცა. კონგრესმენებმა 579 მილიარდი დოლარის ბიუჯერი დაამტკიცეს. ამასთანავე, მათ არ მიიღეს შესწორება, რომლის თანახმადაც ავიადარტყმების ფინანსირება კონგრესის სპეციალური ნებართვით უნდა შეწყდეს.
ამ დღეებში თეთრმა სახლმა ერაყში სამხედრო ინსტრუქტორების გაზრდა 450 ადამიანით გადაწყვიტა. ეს ნიშნავს იმას, რომ სამხედრო პერსონალის საერთო ოდენობა 3 500 ადამიანი გახდა.
ხუთშაბათს გენერალმა მარტინ დემოსმა, რომელიც შტაბის მეთაურების გაერთიანებულ კომიტეტს ხელმძღვანელობს, თქვა, რომ აშშ-ს ერაყის კამპანია შესაძლებელია გაგრძელდეს.

banner
წინა სტატიაშიმწვადი და ლობიო – ქართული არმიის ნატოური სტანდარტი (VIDEO)
შემდეგი სტატიაუკრაინაში საპატრულო პოლიცია პირველად კიევში, 4 ივლისიდან ამოქმედდება+ფოტო