აშშ ევროპაში უახლესი F-22 Raptor-ის განთავსებას არ გამორიცხავს

აშშ ევროპაში უახლესი F-22 Raptor-ის განთავსებას არ გამორიცხავსაშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების მინისტრი დებორა ლი ჯეიმსი ამბობს, რომ არ გამორიცხავს მეხუთე თაობის გამანადგურებელ F-22 Raptor-ის ევროპაში განთავსებას.

როგორც მედია იუწყება, ამ განცხადებით ჯეიმსი ფრანგულ ავიასალონში გამოვიდა. ტექნიკის ევრპოპაში გადატყორცნა მან რუსეთისთვის ძალის ჩვენებად შეაფასა, რადგანაც რუსეთი, მინისტრის თქმით, აშშ-ის მთავარი საფრთხეა.
«ჩემთვის ყველაზე დიდი საფრთხე არის ის, რაც რუსეთში ხდება, ასევე რუსების მოქმედებები. ეს ჩემი ევროპული ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილია» – განაცხადა ჯეიმსმა.
მან ნატოს მოკავშირეებს ფინანსების შეთანხმებულ მაჩვენებელზე შენახვისკენ მოუწოდა. ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ სამხედრო ხარჯები აქტიურად მოხსნა ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებით. ეს პროცესი ბევრ ქვეყანას შეეხო, მათ შორის დიდ ბრიტანეთსაც.
«ჩვენ მოკავშირეები გვინდა დავარწმუნოთ იმაში, რომ მხარში ვუდგევართ» – თქვა მინისტრმა.
რამდენიმე ხნით ადრე აშშ-მ ევროპაში თავდამსხმელი A-10 და გამანადგურებელი F-15 განათავსა.
ამერიკის ავიაციის ხელმძღვანელის თქმით, საჰაერო სივრცის პარტულირება, განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნებში, გაზრდილია და რუსი თვითმფრინავების გადაადგილება ინტენსიურად კონტროლდება.
გუშინ პენტაგონმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონიც განიხილავს აღმოსავლეთ ევროპაში ტანკების და სხვა მძიმე ტექნიკის განთავსების საკითხებს – ოფიციალურად სწავლებისათვის, რომელსაც განუწყვეტლივ ატარებს ნატო რუსეთის მიერ ყირიმის აგრესიის შემდეგ.
გუშინვე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მკვეთრი რეაქცია მოყვა მედიაში გავრცელებულ ვაშინგტონის გეგმებს.
«მსგავსი ინფორმაციის გამოჩენამ მედიაში ცხადყო, რომ აშშ თავიან მოკავშირეებთან ერთად სერიოზულად და მიზანმიმართულად მოქმედებს ნატო-რუსეთს შორის დადებული 1997 წლის ხელშეკრულების დარღვევაზე, რომლის თანახმადაც ალიანსი ვალდებულია არ განათავსოს არსებული სამხედრო ძალები აღნიშნულ ქვეყნებში მუდმივი სტატუსით. სამხედრო ტექნიკის მუდმივ რეჟიმში განთავსება ხელშეკრულებით აკრძალულია. ის, რომ როტაცია ხდება, სიტუაციას ვერ ცვლის» – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ კომენტარში.

აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების მინისტრი დებორა ლი ჯეიმსი ამბობს, რომ არ გამორიცხავს მეხუთე თაობის გამანადგურებელ F-22 Raptor-ის ევროპაში განთავსებას.

banner
წინა სტატიაშიბიბისი: თბილისის წყალდიდობა, როგორც ზოოპარკების აკრძალვის საბაბი
შემდეგი სტატიარატომ დაატოვებინეს “ვენდის” თანამშრომლებმა მომხმარებლებს რესტორანი? – “ვისოლ ჯგუფის” განცხადება