აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2.3999 ლარია

რუსეთში დოლარს აკრძალავენ: რუსების ანგარიშები ავტომატურად დაიხურება, აღმოჩენილი დოლარები კი ჩამოერთმევათ

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3999 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3999 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3916 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0083 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6999 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი ლარს 2.6791 შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0208 ლარი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიგეგი ნიჟარაძის თანამდებობიდან გაშვებას ქალაქის მერი ჯოკია ბოდოკიას საქმეს არ უკავშირებს
შემდეგი სტატიადავით ნარმანიას თქმით, ის პოსტის დატოვებას და გადადგომას არ აპირებს